“დირსის” გამწვანების აქცია | Property Georgia

“დირსის” გამწვანების აქცია

16 მარტს , დეველოპერულმა კომპანია „ას ჯორჯია-დირსმა“ გამწვანების აქცია გამართა.

„ას ჯორჯია-დირსის“ მხარდაჭერით და ქ. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით გამწვანების აქცია გაიმართა. 

კამპანია გაამწვანე ვარკეთილის“ ფარგლებში, ქ. თბილისში ვარკეთილის 3, II მ/კ N166-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ძირი კედრის ხე დაირგო. 

გამწვანების აქციას „ას ჯორჯია-დირსის“ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეუერთდნენ ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტში სტაჟირების პროგრამას გადიან. 

“დირსისთვის” პრიორიტეტულია ქალაქში მსგავსი გარემოსდაცვითი აქციების მხარდაჭერა, რაც თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. 

აღსანიშნავია, რომ დირსის საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე, მტკვრის სანაპიროზე ბულვარისა და პარკის მასშტაბური განაშენიანების პროექტის განხორციელება იგეგმება, სადაც 5000-ზე მეტი ხე მცენარე დაირგვება და ევროპული ტიპის პარკი მოეწყობა, რაც დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: