დირსის პარტნიორობით მარათონი “ვირბინოთ მომავლისკენ” გაიმართა | Property Georgia

დირსის პარტნიორობით მარათონი “ვირბინოთ მომავლისკენ” გაიმართა

„ას ჯორჯია-დირსის“ პარტნიორობით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე  მარათონი „ვირბინოთ მომავლისკენ“ გაიმართა, რომელშიც 500-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა. თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრის ნინო ლაცაბიძის ხელშეწყობით,  კომპანია "ას ჯორჯიას" მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის“ ინიციატივით და რაიონში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობით მასშტაბური სპორტული აქტივობა, მარათონი ,,ვირბინოთ მომავლისკენ'' უკვე მეორედ გაიმართა, რაც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. 

მარათონი გაიმართება ყოველწლიურად და გამარჯვებულის თასი გარდამავალი იქნება. ამარჯვებულებს მედლები, სიგელები და სპონსორების მიერ დაწესებული ვაუჩერები, გადაეცათ. 

დეველოპერული კომპანია AS Georgia - დირსი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ აქტივობებსა და ღონისძიებებს.

Property Georgia

 

 

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: