“დუქს დეველოპმენტის“ “გიჟური” წარმატება MIPIM-ზე | Property Georgia

“დუქს დეველოპმენტის“ “გიჟური” წარმატება MIPIM-ზე

www.propertygeorgia.ge

უძრავი ქონების სექტორის 26 800 მოთამაშე, 6000-მდე ინვესტორი და 600-მდე პოლიტიკური ლიდერი 100-ზე მეტი ქვეყნიდან- MIPIM-ის რიგით 30-ე ექსპო ასე გამოიყურებოდა ციფრებში. კანში 12-15 მარტს გამართულ სექტორის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში ინვესტორების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია “დუქს დეველოპმენტის” ინოვაციური პროექტის “ლენდმარკ ბაკურიანი” სტენდმა საქართველოდან-სასრიალო ტრასა  კომპლექსის სახურავზე, რომელიც მობინადრეებს საშუალებას აძლევს 4-ვე სეზონზე ისრიალონ.

“არ ველოდით, რომ ამხელა გამოხმაურება მოყვებოდა ჩვენს პროექტს; სტანდარტული სტენდით ვიყავით წარდგენილები. მაშინ, როცა ჩვენს გვერდით ნახავდით ლონდონის, სტამბულის, ბერლინის, ბრუსელის და დუბაის განვითარების გეგმების მასშტაბურ საგამოფენო კუთხეებს,” აღნიშნა გვანაცა ფაჩულიძემ, “დუქს დეველოპმენტის” მარკეტინგის მენეჯერმა. მისი თქმით, საქართველოს მიმართ დიდია დაინტერესება. კონკრეტულად, “ლენდმარკ ბაკურიანმა” კი ინვესტორები საუკეთესო პირობებით მოხიბლა: “ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც სარგებელი ინვესტიციაზე საშუალოდ 2.5%-ია, ჩვენს პროექტში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ს აღწევს,” განაცხადა გვანცამ.

“ლენდმარკ ბაკურიანის” პროექტით დაინტერესდნენ სასტუმროების საერთაშორისო ბრენდები, კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ “აკორის” და “ჰილტონის” წარმომადგენლებს.

აღსანიშნავია, რომ “დუქს დეველოპმეტის პროექტმა საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მიიპყრო; “ლენდმარკ ბაკურიანი” ფრანგული გამოცემის NICE Matine 5 ყველაზე გიჟურ პროექტებს შორის დასახელდა.

Property Georgia

“დუქს დეველოპმენტის” შესახებ

აზერბაიჯანული კომპანია ORI GROUP-ი საქართველოში 2007 წლიდან წარმოდგენილია შვილობილი კომპანიებით - “დუქს დეველოპმენტი” და HUECK Georgia. DUX Development-ი სამშენებლო-დეველოპერია, HUECK Georgia-ს კი, რომელიც გერმანული ალუმინის მწარმოებელი კომპანიის პარტნიორია ამიერკავკასიაში, ისეთი ცნობილი პროექტები აქვს განხორციელებული, როგორებიცაა: „მერსედეს ბენცის ცენტრი“, „პანორამა თბილისი“ და „ჰაუსარტ პლაზა.”

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: