"ეს ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჩუქარია” – მამუკა სალუქვაძე – თბილისის ცენტრალურ პარკზე | Property Georgia

"ეს ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჩუქარია” – მამუკა სალუქვაძე – თბილისის ცენტრალურ პარკზე

თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი, ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი – მამუკა სალუქვაძე მიიჩნევს, რომ თბილისის ცენტრალური პარკი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. მისი შეფასებით, ცენტრალური პარკი გენგეგმის კონტექსტს კარგად მოერგება და პირდაპირ დაუკავშირდება განახლებული მზიურის პარკს, რაცორ დიდ რეკრეაციულ ტერიტორიას კონცეპტუალურად გააერთიანებს.

„თბილისში, განსაკუთრებით კი მის განაშენიანებულ ნაწილში ძალიან მცირეა გამწვანებული და რეკრეაციული ტერიტორიების წილი, რაც, დაახლოებით, 3 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ის კატასტროფულად ჩამორჩება არა მხოლოდ ევროპის წამყვანი ქვეყნების, არამედ – პოსტსაბჭოთა ქალაქების მაჩვენებელს. შესაბამისად, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობა, პირველ ყოვლისა, ამ ტერიტორიის გადარჩენის საბოლოო მესიჯია და მეორეც, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ გადარჩება ტერიტორია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო და მასზე მართლაც არაფერი აშენებულა, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, ცენტრალური პარკი გაშენდება. ეს იქნება ეკოლოგიური, რეკრეაციული, ჯანსაღი გარემო, რომელიც ძალიან სჭირდება თბილისს. ამავდროულად, საუბარია არც თუ ისე მცირე ტერიტორიაზე – 36 ჰექტარზე. ამავე დროს, ვიმედოვნებ, რომ შენარჩუნდება ის გარემო და ღია სივრცეები, სადაც ადამიანებს ჯანმრთელობის გაკაჟება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა შეეძლებათ.

ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იმ ერთიანი გამწვანებული სისტემისა, რომელიც შეიძლება, მზიურისა და იპოდრომის ტერიტორიის სახით მოვიაზროთ. გენგეგმის ამოცანაც სწორედ ესაა – შეიქმნას რაც შეიძლება მეტი ამგვარი გამწვანებული სივრცე. ჩვენ ვიცით, რომ დაწყებულია და მომზადებულია პროექტი ორ ახალ ლოკაციაზე: დიღმის ჭალებსა და თემქის ხევში. გენგეგმის ჯგუფი იმედოვნებს, რომ ამ პარკების მოსაწყობად კონკრეტული სამუშაოები მალე დაიწყება. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ გენგეგმა სიცოცხლისუნარიანია და მისი ძირითადი კონცეფციები მუშაობს, რაც, განხორციელების შემთხვევაში, ქალაქს განვითარების სრულიად ახალ, ევროპულ გზაზე გაიყვანს”, – აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

აღსანიშნავია, რომ 36 ჰექტარი  ფართობის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

წყარო: http://kvira.ge/

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: