FAAB Architektura-ს “ვერტიკალური ოაზისი“ საუდის არაბეთში | Property Georgia

FAAB Architektura-ს “ვერტიკალური ოაზისი“ საუდის არაბეთში

ვარშავურმა სტუდიამ FAAB Architektura-მ ჩამოაყალიბა მულტიფუნქციური პროექტის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს შენობის მიერ საკუთარი გარემოს განვითარებას და ამ პროცესში თავისი მაცხოვრებლების ჩართვასაც. აღნიშნული პროტოტიპი მიზნად ისახავს ადამიანებისთვის ცვალებადი კლიმატის მართვის ინსტრუმენტების მიწოდებას.

სტუდია FAAB-მა, რომელიც პოლონეთისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩართულია სხვადასხვა პროექტში, შექმნა ისეთი შენობა, რომელიც პასუხობს ურბანული ცხოვრების ახალ ტიპს, სადაც ტექნოლოგია და ბიოტექნოლოგია „ადამიანისთვის ისეთ საცხოვრებელ გარემოს უზრუნველყოფს, როგორიც მას სურს და ესაჭიროება“. პროექტი მოიცავს მრავალ ფუნქციას, როგორიცაა ოფისები, სასტუმრო, ასევე სავაჭრო და საცხოვრებელი ფართები.

propertygeorgia.ge

„ვერტიკალური მწვანე ოაზისი“ არის შენობა-პროტოტიპი, რომლის მიზანია თავის გარემოზე მორგება და ეკოლოგიური მიზნების მიღწევა. ის მოიცავს ისეთ ძირითად მახასიათებლებს, როგორიცაა „მზის ელექტროენერგიის გამომუშავება, შენობის ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესება და ფასადის გეომეტრიის მეშვეობით ყველა საჭირო პუნქტში ჩრდილის წარმოქმნა“.

propertygeorgia.ge

რაც შეეხება გარე შეფუთვას, თითოეული კომპონენტი წარმოადგენს მთლიანი სისტემის აუცილებელ ნაწილს. მაგალითად, ფასადის შუქგაუმტარი თეთრი ნაწილები,  ინტეგრირებული პანელები (BIPV) და მინები ერთობლივად უზრუნველყოფენ მზის ელექტროენერგიის წარმოებას. ვერტიკალურ ბაღებში განთავსებული, მულტიფუნქციური მოდულარული პანელები (VOS WCC) შენობის ირგვლივ ცვლიან გარემოს. სპეციალურად შერჩეული მცენარეებისა და მიკროორგანიზმების მეშვეობით ხდება ჰაერის გაწმენდა და ხმაურის შემცირება.

propertygeorgia.ge

ამასთანავე, „მწვანე შრე აძლიერებს ბიოდივერსიფიკაციას და ხელს უწყობს გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენას“. პროექტისთვის შემუშავდა მობილური აპლიკაცია, რომელიც მატრიცაში განთავსებული თითოეული მცენარის სტატუსს ხსნის და რომელსაც თვითგაუმჯობესების შესაძლებლობა გააჩნია. მკაცრი კლიმატური პირობების გამძლე მწვანე შრე 66%-ით ამცირებს შენობაში სიგრილის მოთხოვნას (მაგ. არაბეთის რეგიონში), ხოლო სითბოსი - 30%-ით (მაგ. შვედეთში).

propertygeorgia.ge

  • სახელი: ვერტიკალური ოაზისი
  • ფუნქცია: კომერციული ფართი, ოფისები, სასტუმრო, საცხოვრებელი ფართი, პარკინგი
  • მთლიანი ფართი: 123 170 კვ.მ.
  • კომერციული ფართი: 37 744 კვ.მ.
  • საოფისე ფართი: 23 792 კვ.მ.
  • გასართობი სივრცე/სპა/აკვა-პარკი: 5 668 კვ.მ.
  • გასტრონომია: 5 583 კვ.მ.
  • სასტუმრო: 19 758 კვ.მ.
  • საცხოვრებელი ფართი: 30 642 კვ.მ.
  • ოაზისი სახურავზე: 712 კვ.მ.
  • შენობის სიმაღლე: 220 მ
  • ზედაპირული სართულების რაოდენობა: 53 
  • მიწისქვეშა სართულების რაოდენობა: 4
  • მთლიანი ტერიტორიის ფართი: 181 975 კვ.მ.

 

ავტორი: Christele Harrouk

წყარო:  www.archdaily.com

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: