Forbes: მსოფლიო უძრავი ქონების ბაზარი და ახალი მიდგომები | Property Georgia

Forbes: მსოფლიო უძრავი ქონების ბაზარი და ახალი მიდგომები

სახლის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და ფინანსური გადაწყვეტილებაა, რომლის გაკეთებაც ადამიანს უწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური გამოყენების ნივთებისთვის, როგორებიცაა ტანსაცმელი, საკვები და მცირე ზომის ტექნიკა, ონლაინ-მაღაზიებზე მოთხოვნა მაღალია, მომხმარებლები ისწრაფვიან მიიღონ ისეთი გამოცდილება, რომელიც მომხმარებლისა და მიმწოდებლის უშუალო ურთიერთობას მოითხოვს.

სწორედ ამ მიზეზით, უძრავი ქონების ინდუსტრია სხვა სამომხმარებლო ბაზრების ტენდენციების საპირისპიროდ ვითარდება და შედარებით ნაკლებად ტექნოლოგიურია.  

აღსანიშნავია ისიც, რომ უძრავი ქონების ბაზარი უფრო და უფრო მილენიალური ხდება. მილენიალები დღესდღეობით სახლის მფლობელთა ყველაზე დიდ დემოგრაფიულ ნაწილს წარმოადგენენ, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ ყიდულობენ უძრავ ქონებას ისეთი სიხშირით, როგორც წინა თაობები. საბინაო და იპოთეკური კრიზისის პერიოდში ცხოვრებამ მილენიანელებს უბიძგა მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ სახლის შეძენის დროს, განსაკუთრებით იმიტომ რომ ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ მზარდი თავისუფალი ეკონომიკის პირობებში.

Forbes-ის უძრავი ქონების საბჭოს წევრი ირინე ამატო საბროკერო ფირმა  A.S.A.P.- ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. მისი ფირმა მნიშვნელოვან ზრდას განიცდის ბაზარზე, რაც მისი კლიენტისადმი დამოკიდებულებითაა განპირობებული. ამატო თითოეულ მომხმარებელს პერსონალურ სამშენებლო გამოცდილებას სთავაზობს. „ახლა ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ისეთი გუნდის შექმნა, რომელსაც ესმით თქვენი საჭიროებები და პრობლემები. იპოთეკური და უძრავი ქონების ტრანზაქციები უნიკალურია თითოეული მომხმარებლისთვის, შესაბამისად ისინი იმსახურებენ ჰქონდეთ პერსონალიზირებული გამოცდილება მათ ინდივიდუალურ სიტუაციაზე მორგებული ვარიანტებით“ - ამბობს ამატო.

იპოთეკური და უძრავი ქონების პროფესიონალებისთვის შესანიშნავი გზა ამ ტიპის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად არის მომხმარებლისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა, რაც პოტენციურ კლიენტებს აძლევს შესაძლებლობას საკუთრებაში მიიღონ არა მხოლოდ ახალი სახლი, არამედ სახლის მშენებლობის მთლიანი პროცესი.

ამატოს  რჩევა უძრავი ქონების აგენტებთან და იპოთეკური პროფესიონალებისთვის, რომელთაც იმედი აქვთ, რომ ბაზარზე უპირატესობას მოიპოვებენ, არის ის, რომ მათთვის პრიორიტეტი პირველ რიგში უნდა იყოს კლიენტებთან გულწრფელი ურთიერთობის დამყარება და შენარჩუნება:

„თითქმის ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა ადამიანთან გულწრფელი ურთიერთობა. დღევანდელი საზოგადოება იმდენად ტექნოლოგიურია, რომ როდესაც მომხმარებლებს ეპყრობიან როგორც ადამიანებს და არა უბრალოდ რიცხვებს, ეს მათ სიამოვნებთ ანიჭებთ და ამას აუცილებლად იმახსოვრებენ.“  

წყარო: https://www.forbes.com

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: