გასული წლის შეჯამება KING DAVID-სგან | Property Georgia

გასული წლის შეჯამება KING DAVID-სგან

2019 წელი განსაკუთრებით საინტერესო იყო KING DAVID-ისთვის, როგორც გაყიდვების ასევე მისი ინფრასტრუქტურული ელემენტების თანმიმდევრულად ექსპლუატაციაში შესვლის თვალსაზრისით.

ამ ეტაპისთვის, მრავალფუნქციური კომპლექსის ბიზნეს ცენტრის ნაწილი თითქმის მთლიანად - უფრო ზუსტად კი - 95% დატვირთულია, რეზიდენციების ნაწილში კი დარჩენილია აპარტამენტების 15%.

2019 წელს ამოქმედდა რამდენიმე ინფრასტრუქტურული ერთეული, რომელმაც ახალი ფუნქციები შემატა კომპლექსს.  ესენია:

KD4US - თანამედროვე და მაღალი კლასის ქოვორქინგ ტიპის საოფისე სივრცე, რომელიც აღჭურვილია მცირე ბიზნესისთვის საჭირო  ყველა აუცილებელი სერვისით.

SEVENTEEN - კომპლექსის მე-17 სართულზე განთავსებული იტალიური რესტორანი.

KD Conference Center - King David საკონფერენციო ცენტრი, რომელიც 4 სხვადასხვა დარბაზს მოიცავს. მათ შორის ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი - Skyhall განთავსებულია კომპლექსის მე-17 სართულზე.

2020 წელი განსაკუთრებით საინტერესო სიახლეებით იქნება დატვირთული King David-ისთვის. ამოქმედდება რამდენიმე ინფრასტრუქტურული ერთეული, რომელიც კომპლექსს დამატებით ფუნქციებს შემატებს.

- მარტიდან ამოქმედდება მრავალკომპონენტიანი ფიტნეს დარბაზი, რომელიც 1300 კვ.მ.მდე ფართს დაიკავებს და შეძლებს ოთხასამდე მომხმარებელი მიიღოს ერთდროულად. ამ სივრცის ოპერირებას მოახდენს “სნეპ ფიტნესი”.

- მარტიდანვე ამოქმედდება სპა ცენტრი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ ისეთი სერვისებით როგორიცაა სოლარიუმი, საუნა, სხვადასხვა ტიპის მასაჟი, შარკოს შხაპი და ა.შ.

- გაზაფხულიდანვე ფუნქციონირებას იწყებს 31 ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო.

- ზაფხულიდან იგეგმება სპორტული საცურაო აუზის გახსნა.

- კომპლექსში 2020 წლის ბოლომდე ეტაპობრივად განთავსდება სილამაზის სალონი, სხვადასხვა მაღაზიები, სამრეცხაო და საბავშვო ზონები.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: