გაზომე როგორ დაზოგავ დროს და ფინანსებს A კლასის საერთო სამუშაო სივრცეში KD4US | Property Georgia

გაზომე როგორ დაზოგავ დროს და ფინანსებს A კლასის საერთო სამუშაო სივრცეში KD4US

ბიზნესი იზომება დროში და ციფრებში. სწორედ ეს ორი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ თანამედროვე მსოფლიოში მოთხოვნა საერთო სარგებლობის სამუშაო სივრცეებზე შთამბეჭდავად იზრდება. მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში გლობალურად წლიურად ამ ტიპის 2500 ახალი სივრცე შეიქმნა Global Cowering Growth Study-ის მიხედვით, 2022 წლისთვის საერთაშორისო მასშტაბით საერთო სარგებლობის სამუშაო სივრცეების რაოდენობა 25000-ს გადააჭარბებს.

გაზიარების პრინციპით მომუშავე ოფისები შეგხვდებათ მსოლფიოს ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც და ამის ერთ-ერთი მაგალითია King David -ის A კლასის ბიზნეს ცენტრში განთავსებული საერთო სარგებლობის კონცეფციით შექმნილი სამუშაო სივრცე KD4US. ოფისიდან გაუსვლელად თქვენს განკარგულებაშია სამუშაო ადგილები,  სხვადასხვა ზომის შეხვედრების ოთახები, ოთხი სხვადასხვა ფორმატის საკონფერენციო სივრცე, სარელაქსაციო ზონები, საერთო სარგებლობის სამზარეულო და ყველა ბიზნესისთვის აუცილებელი ინფრასტუქტურა. ბიზნეს ცენტრის მეჩვიდმეტე სართულზე განთავსებულია ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი SkyHall, რომელიც 140 სტუმარს იტევს, ამავე სართულზე იტალიურ რესტორანიში XVII • Seventeen შეგიძლიათ დააგემოვმოთ  უგემრიელესი კერძები და ამავე დროს დატკბეთ თბილისის ხედებით. ასევე თქვენს განკარგულებაშია ბუფეტის ტიპის კაფეტერია KD Café  ქართული და ევროპული სამზარეულოთი, აქვე ფუნქციონირებს იაპონურ სამზარეულოს კუთხე.

მას შემდეგ რაც მოიხიბლეთ A კლასის ბიზნეს ცენტრში მუშაობის პერსპექტივით, გადაწყვეტილების მიღება რომ კიდევ უფრო გაგიმარტივოთ, ვესაუბეთ KD4US-ის პროექტის ხემძღვანელს ზურაბ ყენიას  და საერთო სარგებლობის საოფისე ფართების დაქირავება სტანდარტული ტიპის ოფისის ხარჯებს შევადარეთ:

სამუშაო გარემოს მომზადების დრო და კაპიტალური ხარჯი.
 

სტანდარტული ოფისის დაქირავების დროს მოიჯარეს რიგი პროცედურული საკითხების მოგვარება უწევს: გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება მეიჯარესთან, საოფისე ფართის ავეჯით და ინვენტარით მოწყობა, IT ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და უსაფრთხოების ორგანიზება. კომპანიას ასეთი სამუშაოები თითოელ თანამშრომოლზე შესაძლოა 1000-დან 3000-ლარამდე დაუჯდეს. ამ გაანგარიშებით, 5-ადამიანზე გათვლილი საოფისე სივრცის მომზადების შემთხვევაში როგორც მინიმუმ ხარჯმა 5 -დან 15 ათას ლარამდე შეიძლება შეადგინოს. ეს არის კაპიტალური დანახარჯი, რომლის დაბრუნებაც ბიზნესმა გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი შემოსავლებიდან უნდა მოახდინოს. ამას ემატება ყოველთვიური კომუნალური გადასახადები. გაწეულ ინვესტიციასთან ერთად, რაც მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის დიდი ტვირთია.

ასევე საყურადღებოა, რომ ოფისის მომზადების ხანგრძლივობა დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია. დრო კი ფულია.

 

KD4US-ში სამუშაო გარემოს მომზადებისთვის მხოლოდ 5 წუთია საკმარისი, კაპიტალური ხარჯი კი ნულოვანია, იხდით მხოლოდ საჭირო რაოდენობის სამუშაო ადგილის საფასურს. საოფისე ფართის ინვენტარით მოწყობა, IT მომსახურება და უსაფრთხოება (სახანძრო, ვიდეო კონტოლი, დაცვის სამსახური) - ამ ყველაფერზე KD4US თქვენს ნაცვლად ზრუნავს. თქვენ აქ მუშაობთ Pay as you go პრინციპით. ამ ტიპის საერთო სარგებლობის სამუშაო სივრცეები მოსახერხებელია როგორც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ასევე მსხვილი კომპანიებისათვის, რომლებსაც მიმდინარე ან მოკლე ვადიანი პროექტებისთვის ახალი თანამშრომლების დამატების საკითხი მუდმივად დღის წესრიგში აქვთ შესაბამისად, საჭიროებენ სხვადასხვა ტიპის დამატებით სამუშაო სივრცეს.  ნაცვლად იმისა, რომ იქირავონ უფრო დიდი ზომის ახალი ოფისი, მათ ეძლევათ ალტერნატივა ზრდის პროცესის პარალელურად, დამატებითი პერსონალისთვის გამოიყენონ  KD4US-ის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა.  

 

პროგნოზირებადი ხარჯი. სტანდარტული ოფისის დაქირავების შემთხვევაში რთულია განსაზღვროთ რა მოცულობის კომუნალური, საყოფაცხოვრებო თუ სხვა მომსახურების ფინანსურ დანახარჯებთან ექნება ბიზნესს საქმე, ეს ხარჯები სეზონურად ან/და სხვა გარემოებების გამო მუდმივად განსხვავდება.

KD4US-ში ყველე ხარჯი პროგნოზირებადია. იმ მარტივი მიზეზით, რომ თქვენ აქ არ იხდით კომუნალურ , საყოფაცხოვრებო და კომუნიკაციის (ინტერნეტის) მომსახურების და სხვა გადასახადებს, ქირის საფასურში შედის სრული პაკეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ჭრილში სრული სიზუსტით ითვლით ბიზნესის მოსალოდნელ ხარჯებს.

KD4US მოკლევადიანი როგორც უცხოური ასევე ადგილობრივი პროექტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან აქ მათ საოფისე გარემო გამზადებული ხვდებათ და ძალიან მოკლევადიანი ფორმალური პროცედურების გავლის შემდგომ შეუძლიათ მიმენტალურად დაიწყონ საქმიანი პროცესი.

საყურადღებოა, რომ KD4US -ით მოსარგებლე ბიზნესს ასევე საშუალება აქვს ისარგებლოს King David ბიზნეს ცენტრის იურიდიული მისამართით, რაც კომპანიას სანდოობას და სტატუსს უსვამს ხაზს.

მოქნილობა

სტანდარტული ტიპის ოფისში პრაქტიკულად შეუძლებელია რაიმე სახის სამუშაო სივრცის მოქნილობის ორგანიზება, რაც გულისხმობს  თუნდაც სხვადასხვა ტიპის და დიზაინის სამუშაო გარემოს მოწყობასა და რეორგანიზაციას, სხვადასხვა ფორმატისა და აღჭურვილობის შეხვედრების, ტრენინგების, საპრეზენტაციო სივრცეების მოწყობას.

მოქნილობა KD4US-ის საერთო სარგებლობის სამუშაო სივრცის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. მომხმარებლებლის გემოვნების გათვალისწინებით შექმნილ, დიზაინითა და ერგონომიულობით განსხვავებულ ოთხ ზონას შორის გექნებათ საშუალება აირჩიოთ თქვენთვის მეტად კომფორტული გარემო, ასევე შეგეძლებათ ისარგებლოთ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების პრივატული ოთახებით. წევრებისთვის გამოყოფილია რამდენიმე მოსასვენებელი და არაფორმალური შეხვედრების სივრცე.  არანაკლებ მნიშვენელოვანი, KD4US­-ის საერთო სარგებლობის გამოყოფილი სამუშაო ზონები (Coworking boxes)- შუალედური პროდუქტი საერთო სარგებლობის სამუშაო სივრცესა და სტანდარტულ ოფისებს შორის. ეს არის 4 პირზე გათვლილი შემოსაზღვრული სივრცე, რომლის მთავარი უპირატესობაა პრივატულობა და საერთო სამუშაო ფონისგან იზოლაციაა .

ელმისაწვდომობა.

KD4US-ში დანერგილია საერთო სამუშაო სივრცით საგრებლობის სამი ძირითადი ტიპის სერვისი, ესენია: ერთჯერადი პაკეტები, ულიმიტო პაკეტები, გამოყენების დროის მიხედვით.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს არ სჭირდება სივრცეში სრული დღის განმავლობაში მუშაობა, და მისთვის უფრო მოსახერხებელია ყოველდღიურად სულ რამდენიმე საათით მუშაობა. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს არ უწევს სრული განაკვეთით ყოველთვიური პაკეტის შეძენა და საკმარისია შეიძინოს თვეში 50 ან 100 საათიანი პაკეტები, 120 და 200 ლარი თვეში შესაბამისად, რაც საგრძნობლად ზრდის სივრცით სარგებლობის ხელმისაწვდომობას.

 

KD4US-უმოკლესი გზაა გადაწყვეტილების მიღებიდან განხორციელებამდე.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: