„ას გრუპ ინვესტმენტი“ „არქიტექტურული პრემია 2016“-ის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა | Property Georgia

„ას გრუპ ინვესტმენტი“ „არქიტექტურული პრემია 2016“-ის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“,  არქიტექტურის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის, „არქიტექტურული პრემია 2016“-ის დაჯილდოება გაიმართა.  

საერთაშორისო დეველოპერული ჰოლდინგი „ას გრუპ ინვესტმენტი“ (AS Group Investment) აღნიშნული ღონისძიების სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა, საქართველოში, ყველაზე მსხვილმასშტაბიანი დეველოპერული პროქტის - დირსის რეალიზებისთვის.  

საცხოვრებელი კომპლექსი დირსის მშენებლობას „ას გრუპ ინვესტმენტის“ შვილობილი კომპანია, „ას ჯორჯია“ (AS Georgia), ადგილობრივი, საკუთარი წარმოების სამშენებლო მასალებით ახორციელებს. თბილისის ახალი უბანი 46 ჰექტარ ფართობზე შენდება. არქიტექტურული ფესტივალი საერთაშორისო მასშტაბისაა და მასში ათამდე ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ასზე მეტი ნამუშევრიდან გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. არქიტექტურული პრემია ენიჭებათ მშენებლებს, არქიტექტორებსა და დიზაინერებს, შესაბამის სფეროში რეალიზებული ან დაგეგმილი საუკეთესო პროექტებისათვის. 

 „არქიტექტურული პრემია 2016“ის პროფესიული საბჭო  ობიექტურად აფასებს, როგორც თანამედროვე არქიტექტურის განვითარების დონეს, ისე ახალ, აქტუალურ ტენდენციებს ამ დარგში. 

კონკურსი „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის“, ჟურნალი „სტილის“ ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. 

Certificate

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: