კომპანია "ას ჯორჯია-დირსმა", მედიის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში უმასპინძლა. ბაქოში კომპანიამ "ქალაქი ქალაქში" კონცეფციის პროექტის განვითრების მეორე ეტაპი წარადგინა. პროექტი, რომლის საინვესტიციო მოცულობაც 9 მილიონი ლარია, 75 000 მ2 ევროპული ტიპის პარკსა და მტკვრის სანაპიროზე გაშენებულ ბულვარს მოიცავს. ჟურნალისტებმა კომპანიის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი "რენესანს პალასი" და ვილების კომპლექსი "ვილა სიენაც" დაათვალიერეს.
,,ას ჯორჯია – დირსის” დირექტორის ბესიკ ჯიქურაულის განცხადებით ამ დროისთვის, „ას გრუპ ინვესტმენტს” რამდენიმე ქვეყანაში 40 პროექტი წარმატებით აქვს შესრულებული, ხოლო ქართულ ბაზარზე 7 წლის განმავლობაში 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა რომელიც თბილისის ყველაზე მასშტაბური პროექტის „დირსის” საცხოვრებელი კომპლექსის პირველ დასრულებულ ეტაპს და სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას მოიცავს.
,,საქართველოში უმსხვილესმა ინვესტორმა, რეგიონის წამყვანმა დეველოპერულმა ჰოლდინგმა „ას გრუპ ინვესტმენტმა,” ქართულ ბაზარზე 7 წლის განმავლობაში 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რომელიც თბილისის ყველაზე მასშტაბური პროექტის „დირსის” საცხოვრებელი კომპლექსის პირველ დასრულებულ ეტაპს და სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას მოიცავს. ამ დროისთვის, „ას გრუპ ინვესტმენტს” რამდენიმე ქვეყანაში 40 პროექტი წარმატებით აქვს შესრულებული, მათ შორის არის ლუქს და პრემიუმ კლასის თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების, ვილების, ადმინისტრაციული შენობების, ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტები”, – განაცხადა ,,ას ჯორჯია-დირსის” დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა.
დირსის „ქალაქი ქალაქში“ პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპად იგეგმება და საბოლოოდ ინვესტიცია მილიარდ ნახევარ დოლარს გადააჭარბებს.