Hueck Georgia კაუკასუს ბილდ 2019-ის გამოფენაზე მიიღებს მონაწილეობას | Property Georgia

Hueck Georgia კაუკასუს ბილდ 2019-ის გამოფენაზე მიიღებს მონაწილეობას

გერმანული ალუმინის სისტემების მწარმოებელი კომპანია Hueck-ის საქართველოს წარმომადგენლობა 11დან 14 აპრილის ჩათვლით, მონაწილეობას იღებს კაუკასუს ბილდ 2019, ერთ-ერთ უმსხვილეს მშენებლობისა და ინტერიერის 24-ე საერთაშორისო გამოფენაზე. ექსპო ჯორჯიის მე-11-ე პავილიონში.

გამოფენაზე ექსკლუზიურად წარმოდგენილი იქნება Hueck-ის უახლესი ცეცხლგამძლე საფასადე და კარ-ფანჯრების სისტემები, რომელიც აკმაყოფილებს ნებისმიერი საერთაშორისო 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ბრენდის მოთხოვნებსაც კი. დამთვალიერებელი გაეცნობიან კომპანიის შესრულებულ პროექტებს: მერსედეს ბენცის ცენტრი, პანორამა თბილისი, ჰაუსარტ პლაზა და სხვა. მიეცემათ საშუალება გაეცნონ ინდუსტრიის სიახლეებს და მონაწილეობა მიიღონ ჰუკის გათამაშებაში.

ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა ეწვიოს ჰუკ ჯორჯიას სტენდს 11-14 აპრილის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე, მეთერთმეტე პავილიონში, ექსპოჯორჯია, აკაკი წერეთლის 118.

Hueck-ი ალუმინის სისტემების მწარმოებელი გერმანული კომპანიაა, 200 წლიანი ისტორიით. 2018 წელს, Hueck UK-ს, მშენებლობისა და ინჟინერიის დაჯილდოებაზე აქვს მოპოვებული ჯილდო-ალუმინის სისტემის საუკეთესო მწარმოებელი ირლანდიასა და ინგლისში. ჰუკი მომხარებელს სთავაზობს ალუმინის კარ-ფანჯრის და საფასადე სისტემებს და ინდივიდუალურ პროექტების დაგეგმარებას.

 

 

 

  

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: