იპოთეკური სესხების სუბსიდირების გადაწყვეტილება ძალაში შედის | Property Georgia

იპოთეკური სესხების სუბსიდირების გადაწყვეტილება ძალაში შედის

დღეიდან იპოთეკური სესხების სუბსიდირების გადაწყვეტილება ძალაში შედის. მთავრობის განცხადებით ის პირები, რომელებიც აიღებენ ლარის იპოთეკურ სესხს, 5 წლის ვადით. საპროცენტო განაკვეთის 4%-იან თანადაფინანსებას გაუკეთებენ. პირობა მხოლოდ 200 0000 ლარის სესხზე მოქმედებს. სულ გათვალისწინებულია 70 მლნ ლარი.

ასევე სახელმწიფო გასცემს 20%-ის იპოთეკური სესხების გარანტიას , გარანტიაც 5 წლიანია და ვრცელდება წლის ბოლომდე დამტკიცებულ სესხებზე ამ შემთხვევაში კი ბიუჯეტი 14 მლნ-ია.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადება:.

„დავამტკიცეთ კონკრეტული მექანიზმები რომელიც ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია. კონკრეტულად, ბინათმშენებლობის და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს არის სახელმწიფო პროგრამა იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ჩვენი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. ეს პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს, პირველი, ეს არის სუბსიდირების კომპონენტი, როდესაც იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ შეიძინონ ახალ აშენებული ბინები, გაიუმჯობესონ თავისი საცხოვრებელი პირობები, მაგრამ გლობალური პანდემიის გამო მათ არ ეძლევათ იპოთეკური სესხების აღების საშუალება, ჩვენი პროგრამის მეშვეობით დავუსუბსიდირებთ სესხის პროცენტს და ასევე ჩავუდგებით თანაუზრუნველყოფაში“,-

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: