ჯანსაღი მშენებლობის გამოწვევები საქართველოში და გადაწყვეტები სამშენებლო მასალების მწარმოებელი გერმანული კომპანია Sto-სგან | Property Georgia

ჯანსაღი მშენებლობის გამოწვევები საქართველოში და გადაწყვეტები სამშენებლო მასალების მწარმოებელი გერმანული კომპანია Sto-სგან

წამყვანი ქართული საინვესტიციო-საკონსულტაციო ჰაბი- Property Georgia და საერთაშორისო უძრავი ქონების ფედერაციის ადგილობრივი წარმომადგენლობა - FIABCI-Georgia ჯანსაღი მშენებლობის ირგვლივ დაწყებულ კაპმანიას განაგრძობენ.  Property Georgia-სა და FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით და Digital Area-ს მხარდაჭერით, 15 ნოემბერს სასტუმროში “რადისონ ბლუ ივერია თბილისი” გერმანული სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია Sto-ს წარმომადგენელმა, დანიელ ლიდნლიმ ქართული სამშენებლო სექტორისთვის ეკო-მეგობრული პროდუქტები წარადგინა. პრეზენტაციას შინაარსით - ინოვაციური ტექნოლოგია ჯანსაღი გარემოსთვის,  გერმანულ მხარესთან ერთად დაესწრნენ ქართველი არქიტექტორები, კერძო სექტორის და  სახელწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „შენება შეგნებით”.

"2021 წელს ჩვენ შევხვდებით დამატებითი რეგულაციებით, რაც ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობას. ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელება იქნება სავალდებულო, როგორც არქიტექტორებისთვის პროექტირების სტადიაზე, ასევე მშენებლობის პროცესში," აღნიშნა დავით გიგინეიშვილმა, "ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს” ხელმძღვანელმა.

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა უახლესი კვლევის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო მასალების 34 ნიმუშიდან 13-ში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა. “თვისებრივი კვლევის შედეგად ვნახეთ, რომ  სამშენებლო და სარემონტო მასალებში იყო 50 PPM 12%-ში, რაც ჩვენი კვლევის ლიმიტი იყო. მაჩვენებელი ზღვარზე გაჩერდა და მოსალოდნელია რომ ის უფრო მაღალია. იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა ცემენტში, ბლოკში, საღებავში და სხვადასხვა სამშენებლო მასალებში. ტყვიის ეს შემცველობა საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს,” განაცხადა ლალიაშვილმა.

 გერმანული გამოცდილება, რომელიც ლინდლიმ შეხვედრის დროს გაუზიარა პანელის მონაწილეებს და პრეზენტაციის დამსწრეებს, ეყრდნობა მეცნიერულ მიდგომებს სამშენებლო წარმოებაში, რაც თავის მხრივ აისახება გარემოზე ზრუნვაში. კომპანია Sto მსოფლიოში ცნობილია iQ - ინტელექტუალური ტექნოლოგიების პროდუქტებით, როგორიცაა StoColor Photosan - ფასადის ინოვაციური საფარი, რომლის აქტიური ელემენტები ეფექტურად ასუფთავებს ჰაერს ავტომობილების გამონაბოლქვისგან.

“ჯანსაღი მშენებლობა მნიშვნელოვანია უძრავი ქონების სექტორისთვის სასტუმროების მიმართულებით, განსაკუთრებით კი საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, სადაც ტურიზმი მზარდია. ამისი კარგი მაგალითია კოსტა-რიკა, რომელიც დაპოზიციონირდა, როგორც ნახშირორჟანგის გამონაბოლქვისგან თავისუფალი საერთაშორისო კურორტი,” აღნიშნა ლინდლიმ.  

ორგანიზატორებისთვის 15 ნოემბრის ღონისძიება გაგრძელებაა ერთი თვის წინ,“საქართველოს ბანკის” პარტნიორობით, თბილისში გამართული მასშტაბური საერთაშორისო უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმისა -“მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა”. ურბანული მიგრაციის გლობალურად მზარდი სტატისტიკის ფონზე, სამშენებლო სექტორისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ურბანული განვითარების შესახებ თანამედროვე სიახლეების და ტენდენციების გაცნობა. Property Georgia და FIABCI Georgia ამ მიმართულებით შემდგომშიც არაერთ აქტივობას გეგმავენ, როგორებიცაა საერთაშორისო და ადგილობრივი ფორუმები, დაჯილდოვებები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორქშოფები და პრეზენტაციები.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: