“ას ჯორჯია-დირსი” მედიის წარმომადგენლებს ბაქოში უმასპინძლებს | Property Georgia

“ას ჯორჯია-დირსი” მედიის წარმომადგენლებს ბაქოში უმასპინძლებს

21-23 სექტემბერს კომპანიაას ჯორჯია“, საინფორმაციო ტურის ფარგლებში მედიის წარმოამდგენლებს აზერბაიჯანის დედაქალაქში - ბაქოში უმასპინძლებს.

კომპანიის ორიგინალური მოწვევა ჟურნალისტებმა უკვე მიიღეს და საინფორმაციო ტურისთვის ემზადებიან, სადაც კომპანიაას ჯორჯია დირსის“ – „ქალაქი ქალაქშიკონცეფციის პროექტის მეორე ეტაპის წარდგენა გაიმართება, რომელიც 75 000 2 ევროპული ტიპის პარკსა და მტკვრის სანაპიროზე გაშენებულ ბულვარს მოიცავს და მისი ღირებულება 9 მილიონ ლარს შეადგენს.

2 კმ-მდე გაგრძელებულ ბულვარზე განთავსდება ღია კაფეები, ველობილიკი, კომერციული ობიექტები, ხოლო პარკში, სადაც 5000-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება. ბიზნეს ცენტრში ქართველ ჟურნალისტებსდირსისსამომავლო ინვესტიციის გეგმებს თავად კომპანიის დამფუძნებელი, შაჰინ მოვსუმოვი გააცნობს, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქეა. შემდგომში კი  გაეცნობიან/დაათვალიერებენ კომპანიის დასრულებულ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსსრენესანს პალასსადა ვილების კომპლექსსვილა სიენას“.

საქართველოში უმსხვილესმა ინვესტორმა, რეგიონის წამყვანმა დეველოპერულმა ჰოლდინგმაას გრუპ ინვესტმენტმა,” ქართულ ბაზარზე 7 წლის განმავლობაში 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რომელიც თბილისის ყველაზე მასშტაბური პროექტისდირსისსაცხოვრებელი კომპლექსის პირველ დასრულებულ ეტაპს და სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას მოიცავს. პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპად იგეგმება და ინვესტიცია მილიარდ ნახევარ დოლარს გადააჭარბებს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: