ქართველი დეველოპერი “ალიანს ჯგუფი” Home Overseas 2017-ის გამარჯვებულია | Property Georgia

ქართველი დეველოპერი “ალიანს ჯგუფი” Home Overseas 2017-ის გამარჯვებულია

“ალიანს ჯგუფმა” უმსხვილესი უძრავი ქონების პორტალის Home Overseas მიერ 20 აპრილს მოსკოვში, “სოგლასიე ჰოლში” გამართულ პრესტიჟულ დაჯილდოების ცერემონიალზე, სადაც წამყვანი ევროპული და აზიური სამშენებლო-დეველოპერული და უძრავი ქონების კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას, ყველაზე მეტი პრიზი მიიღო. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ქართველი დეველოპერის საექსპოზიციო სტენდმა გამოფენაზე, რომელიც  დაჯილდოების დაწყებამდე მოეწყო დამთავლიერებლებისთვის.

“ალიანს ჯგუფის” პროექტებით დაინტერესდნენ როგორც ღონისძიების მონაწილეები და ვიზიტორები, ასევე მედიის წარმომადგენლები. “ალიანს ჯგუფი” Home Overseas 2017-ზე წარდგენილი ერთადერთი სამშენებლო-დეველოპერი იყო საქართველოდან. კონკურსის გამარჯვებულები დამოუკიდებელმა ჟიურიმ რამდენიმე კატეგორიაში გამოავლინა.

Property Georgia

 

“ალიანს ჯგუფის” მიერ მიღებული პრიზები:

  • ოქროს პრიზი  ნომინაციაში „საუკეთესო არქიტექტურული პროექტი“, გამარჯვებული- „ალიანს პალასი“.
  • ვერცხლის პრიზი ნომინაციაში „მდიდრული უძრავი ქონება“-გამარჯვებული „ალიანს პალასი.
  • ვერცხლის პრიზი  ნომინაციაში „საუკეთესო საინვესტიციო პროექტი“, გამარჯვებული-„ალიანს თბილისი“.
  • პირველი ადგილი  ნომინაციაში „საუკეთესო დეველოპერული ვებსაიტი“- www.alliancegroup.ge

Homes Overseas Awards-ის შესახებ

Homes Overseas საზღვარგარეთის უძრავი ქონების პირველი და ერთადერთი დაჯილდოებაა, რომელიც რუსეთში ყოველწლიურად იმართება.  Homes Overseas დაჯილდოება პირველად 2010 წელს ჩატარდა.  

“ალიანს ჯგუფის” შესახებ

2005 წელს დაარსებულ “ალიანს ჯგუფს” 20-ზე მეტი ფართომასშტაბიანი პროექტი აქვს საქართველოში განხორციელებული. ბოლო 11 წლის მანძილზე, დასრულებულ პროექტებში კომპანიამ $200 მილიონზე მეტის ინვესტირება მოახდინა. დეველოპერი დამატებით $130 მილიონს აბანდევს 3 მიმდინარე პროექტში:

“ალიანს თბილისი”

3-ცათამბჯენიანი პრემიუმ კომპლექსი ვაკეში 40-სართულიანი საცხოვრებელი შენობისა და ორი, შედარებით დაბარსართულიანი, შერეული ტიპის ცათამბჯენისაგან შედგება, რომლებშიც სასტუმროებისა და კურორტების მსოფლიოში უმსხვილესი ქსელი Wyndham Hotel Group იქნება წარმოდგენილი სასტუმროთი და აპარტამენტებით. პროექტის ბიუჯეტი $75 მილიონს აჭარბებს. “ალიანს თბილისის მშენებლობა” 2019 წელს დასრულდება.

“ალიანს პალასი”

მსოფლიო დონის ცათამბჯენი ბათუმში, რომლის პირველ ექვს სართულზე Courtyard by Marriott-ი იქნება წარმოდგენილი. “ალიანს პალასის” 41-სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის ზედა სართულებზე კი პრემიუმ-კლასის აპარტამენტები განთავსდება. “ალიანს პალასის” პროექტში “ალიანს ჯგუფი” $45 მილიონს დააბანდებს. აპარტამენტების მშენებლობა 2018 წლის ივნისისთვის დასრულდება, Courtyard by Marriot-ის სასტუმრო კი ოფიციალურად 2019-ის აპრილში გაიხსნება.

“ალიანს რიზორთი”

100-ნომრიანი სასტუმრო ზღვის დონიდან 2,000 მეტრზე და შავი ზღვის სანაპიროსგან სულ რაღაც 100 კილომეტრის დაშორებით, გოდერძის უღელტეხილზე, რომელშიც მსოფლიოში განთქმული სასტუმრო ბრენდი, Ramada Worldwide იქნება წარმოდგენილი. ექვსსართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ერთდროულად 250 სტუმარს უმასპინძლებს, 2018 წელს დასრულდება.  პროექტის ღირებულება $10 მილიონია.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: