კატია აბსანძე დეველოპერული კომპანია “რედკოს” მარკეტინგის სამსახურს უხელმძღვანელებს | Property Georgia

კატია აბსანძე დეველოპერული კომპანია “რედკოს” მარკეტინგის სამსახურს უხელმძღვანელებს

ფროფერთი ჯორჯია”-ს მმართველი პარტნიორი ლიკა ქარდავა ესაუბრა დეველოპერული კომპანია რედკოს მარკეტინგის ახალ ხელმძღვანელს, კატია აბსანძეს კომპანიის განვითარების ეტაპებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

"დეველოპერული კომპანია “რედკო” 2012 წლიდან მოღვაწეობს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე  დიდი წვლილი შეიტანა გუდაურის განვითარების პროცესში.

აღსანიშნავია  საინტერესო ფაქტი  -  სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური წელს დაარსების 30-ე წლისთავს აღნიშნავს. დაარსებიდან დღემდე კურორტმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი ეკავა. გუდაური 30-ე იუბილეს სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს. კურორტზე ექვსი ახალი საბაგირო შენდება და ერთი საბაგიროს რეკონსტრუირება ხდება. ახალი საბაგიროები მსოფლიოში საუკეთესო ფირმების “დოპელმაიერისა” და “პომას” იქნება. კურორტზე ასევე მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018-2019 წლის სეზონისთვის დასრულებული იქნება. ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა.

გენერალური გეგმის მიხედვით, რედკო გუდაურში 26 შენობას ააშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრებს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს.

ჩვენ ვმუშაობთ ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან, მსოფლიოში ცნობილი მაღალი კლასის სასტუმრო ქსელების წარმომადგენლებთან და მსოფლიო დონის საპროექტო ფირმებთან, მათ შორის Ecosign-თან, რომელმაც გუდაურის განვითარების 5 წლიანი გენერალური გეგმა შეიმუშავა."

Property Georgia

კომპანიის ბიზნეს პორტფოლიო მოიცავს მრავალ პროექტს როგორიცაა:

  • კურორტი “ახალი გუდაური” - 8 დასრულებული და 18-ზე მეტი დაგეგმილი აპარტოტელი
  • ბათუმი თაუერი” - უნიკალური კომლექსი, რომელიც მოიცავს 5* სასტუმროს Le Meridian Batumi, სამორინეს და 75 ექსკლუზიურ რეზიდენციას
  • სასტუმრო Radisson Blu Gudauri
  • აპარტოტელი ბაკურიანში
  • საცხოვრებელი სახლი თბილისში
  • რესტორანი “ძველი ბულვარი”

"ტურისტული ბაზარი საქართველოში დღითი დღე იზრდება, რაც ქმნის მყარ გარანტიასიმისა, რომ საკურორტო ზონაში ნაყიდი ბინა ყოველთვის მოუტანს მფლობელს შემოსავალს. აპარტ-ოტელების სისტემა ძალიან გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, თუმცა საქართველოში ის შედარებით ახალია და ჩვენ ვამაყობთ, რომ ვლიდერობთ ამ სფეროში.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მაისში საბერძნეთში გამართულ კენჭისყრაზე, საქართველომ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა მოიპოვა, თავისუფალი სტილით სრიალსა და სნოუბორდინგში. მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, საქართველოს ეროვნულმა სათხილამურო ფედერაციამ, მსოფლიო სათხილამურო ფედერაციასთან და იტალიელ ექსპერტებთან ერთად უკვე დაიწყო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადება. ამ ეტაპზე გუდაურსა და ბაკურიანში სათხილამურო არეალების გენერალური გეგმის შემუშავება მიმდინარეობს. აღნიშნული ფაქტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს გუდაურს გახდეს პოპულარული და ტურისტებისთვის მიმზიდველი.” აღნიშნავს კაწია აბსანძე, რედკოს მარკეტინგის განყოფილების უფროსი.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: