King David-ის ახალი შეთავაზება - A კლასის საოფისე ფართები 52 კვ.მ-დან | Property Georgia

King David-ის ახალი შეთავაზება - A კლასის საოფისე ფართები 52 კვ.მ-დან

საქართველოში პირველი A კლასის ბიზნესცენტრის King David - ის დატვირთულობის მაჩვენებელმა 87%-ს მიაღწია. ბიზნესცენტრში წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების სათაო ოფისებია განთავსებული. მათ შორის PwC Georgia, Deloitte, Samsung Georgia, COSCO Shipping, Maersk, Colliers International Georgia, Rom Petrol, NEXIA TA Georgia და სხვა ორგანიზაციები.

property georgia

King David - ის ბიზნესცენტრში ოფისის სტანდარტული დაქირავების გარდა, მისი ყიდვაც არის შესაძლებელი. გასაყიდი საოფისე ფართების მინიმალური ზომა 52.62 კვ.მ-დან იწყება, ხოლო დაქირავების შემთხვევაში 100 კვ.მ ან მეტი მოცულობის ფართები განიხილება.

ბიზნესცენტრის ლობი

property georgia

თბილისის სხვა ბიზნესცენტრებისგან განსხვავებით King David-ის საოფისე სივრცე მულტიფუნქციური შენობის სრულ ინფრასტრუქტურას მოიცავს. მათ შორის არის: ლობი, მიწისქვეშა ავტოპარკინგი, 300 სტუმარზე გათვლილ KD კაფეტერია, იტალიური ბარ-რესტორანი XVII • Seventeen, 110 ადამიანზე გათვლილი საერთო სამუშაო სივრცე KD4US, საკონფერენციო დარბაზები და შეხვედრებისთვის განკუთვნილი ოთახები, ასევე, 31 ნომრიანი სასტუმრო. 2020 წლის ბოლომდე კომპლექსს აუზი, ფიტნეს დარბაზი და სპა ცენტრი დაემატება. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის საცხოვრებელი ნაწილი - King David Residences უკვე დასრულებულია.

საკონფერენციო დარბაზი

property georgia

King David-ის კონცეფცია სრულად პასუხობს იმ მომხმარებლების მოთხოვნებს, ვისთვისაც დრო და ხარისხი პრიორიტეტია. მათთვის ექსკლუზიურად შექმნილ სივრცეში, ცხოვრებისთვის, ბიზნესის კეთებისთვის, გართობისთვის და განტვირთვისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

იტალიური რესტორანი XVII • Seventeen

property georgia

KD კაფეტერია

property georgia

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: