King David-ში პირველი მექანიზებული პარკინგი გაიხსნა | Property Georgia

King David-ში პირველი მექანიზებული პარკინგი გაიხსნა

3 აპრილს, King David-ის მრავალფუნქციურ კომპლექსში გაიმართა საქართველოში პირველი ორ-დონიანი მექანიზებული პარკინგის გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერიის, საბანკო და სალიზინგო სექტორის წარმომადგენლები, King David Business Center -ის მოიჯარეები და King David Residences -ის მაცხოვრებლები. ოფიციალური მიმართვით ღონისძიება გახსნა Rezid Holding GmbH-ის გენერალურმა დირექტორმა და ადგილზე მოეწყო მექანიზებული პარკინგის მუშაობის დემონსტრირება. შეხვედრის ფარგლებში Rezid Holding GmbH-სა და Yongxin Industry Group Limited კომპანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება უკვე სამ-დონიანი პარკინგის შესყიდვის თაობაზე. King David პირველი დეველოპერული პროექტია, რომელმაც ქალაქში არსებული გამოწვევების პასუხად ავტოპარკინგის პრობლემის გადაჭრა მრავალდონიანი მექანიზებული ავტოსადგომების შექმნის გზით გადაწყვიტა. ამჟამად, King David-ის მრავალფუნქციური კომპლექსი აღჭურვილია 296 საპარკინგე ადგილით და მექანიზებული პარკინგის დამატების შემდეგ ავტოპარკინგის საერთო რაოდენობა 605-ს მიაღწევს. King David 70 მლნ დოლარის ინვესტიციაა, რომელმაც თბილისში ცათამბჯენების მშენებლობის პრეცედენტი შექმნა და 5 ვარსკვლავიან ცხოვრების სტილს ჩაუყარა საფუძველი.  მრავალფუნქციური კომპლექსი King David აერთიანებს A კლასის ბიზნეს ცენტრს, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ რეზიდენციებს, გამაჯანსაღებელ-რეკრეაციულ ზონას და კვების ობიექტებს. ამ ეტაპისთვის, მრავალფუნქციური კომპლექსის საცხოვრებელი ნაწილი - KDR დასრულებულია, King David ბიზნეს ცენტრის 87% დატვირთულია, ფუნქციონირებს 300 სტუმარზე გათვლილი KD Café, Sky Hall-ის საკონფერენციო დარბაზი, მუშაობს  იტალიური ბარ-რესტორანი XVII • Seventeen და 120 ადამიანზე გათვლილი საერთო სამუშაო სივრცე KD4US.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: