King David-ში სააღდგომო აქცია დაიწყო | Property Georgia

King David-ში სააღდგომო აქცია დაიწყო

King David-ში სასიამოვნო სიახლეა! 5 მარტიდან მსურველებს საშუალება მიეცათ სააღდგომო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 12 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა ღირებულების მხოლოდ 10%-ით დაიწყონ, ერთიანი გადახდის შემთხვევაში კი 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა აქვთ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ამ ეტაპზე მინიმალური ფართი 64 კვ.მ-ია.

აღსანიშნავია რომ King David მიღებულია ექსპლუატაციაში და დეკემბრიდან უკვე პირველ მაცხოვრებლებსაც უმასპინძლა. ამ ეტაპზე 21 აპარტამენტში უკვე დასრულებულია სარემონტო სამუშაოები.

King David-ის უპირატესობათაგან აღსანიშნავია სამშენებლო და სახანძრო უსაფრთხოება, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს. კომპლექსის კონსტრუქცია და საძირკველი არაერთხელ იქნა შემოწმებული როგორც ქართველი, ასევე უცხოური ორგანიზაციების მიერ. პროექტის ფასადი შესრულდა გერმანული კომპანია Schüco-ს ზედამხედველობით. ფასადმა ტესტირება გერმანიაში ასევე Schüco-ს ტექნიკურ ბაზაზე გაიარა. ტესტირების შემდეგ მიღებული დასკვნის მიხედვით ფასადი გათვლილია ნებისმიერი სახის სტიქიაზე, მათ შორის 9 ბალიან მიწისძვრაზე.

King David - ეს არის პირველი მრავალფუნქციური კომპლექსი  საქართველოში, რომელიც 32 და 19 სართულიან ორ კოშკს აერთიანებს. მაღალ კოშკში King David Residences საცხოვრებელი რეზიდენციები არის განთავსებული, დაბალ კოშკში კი პირველი А კლასის ბიზნეს ცენტრი საქართველოში - King David Business Center, რომელმაც ოპერირება 2017 წლის აგვისტოში დაიწყო. კომპლექსის საერთო ფართის თითქმის 40% ინფრასტრუქტურას ეთმობა.

King David-ში ყველაფერია, რაც 5 ვარსკვლავიანი ცხოვრების წესსა და სტანდარტებს პასუხობს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: