კოლიერსის მიერ რეალიზებული საინვესტიციო მიწის ნაკვეთების ჯამურმა ფართობმა 500,000კვ.მ-ს გადააჭარბა | Property Georgia

კოლიერსის მიერ რეალიზებული საინვესტიციო მიწის ნაკვეთების ჯამურმა ფართობმა 500,000კვ.მ-ს გადააჭარბა

უძრავი ქონების კატეგორიებიდან წლებია აქტუალობას არ კარგავს მიწის ნაკვეთები. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ უბნებში მიწები დეფიციტურია, აქედან გამომდინარე, ხშირად რთულია იპოვო მიწა სასურველი ლოკაციის, ზომის და ფასის კომბინაციით. ძიების პროცესში მნიშვნელოვანია გვერდით სანდო და გამოცდილი პარტნიორის ყოლა.

Colliers International Georgia-ს 2014  წლიდან დღემდე 500,000 კვადრატული მეტრი საინვესტიციო უძრავი ქონება აქვს რეალიზებული. კოლიერსი კვარტლურად ახორციელებს ტრანზაქციების ანალიზს -დეტალურად შეიწავლის თითოეული გარიგებას. შედეგად, კომპანია ფლობს ბაზრის ამომწურავ ცოდნას, რაც ობიექტურ ხედვას უქმნის საბაზრო ფასების, მოთხოვნადი უბნების და ტენდენციების შესახებ.

დღევანდელი მდგომარეობით, კოლიერსის ბაზაში 300-მდე მიწის ნაკვეთია. ამ აქტივების ერთობლიობა  ყველაზე დიდ პორტფელს ქმნის საქართველოში, რომელიც კომპანიის ხუთწლიანი მუშაობის შედეგია. აღნიშნული მიწების ბაზა  სხვადასხვა დანიშნულების, ზომის და ლოკაციის მიწის ნაკვეთებს აერთიანებს, რაც ნებისმიერი მყიდველის მოთხოვნებს შეესაბამება.

კოლიერსის საერთაშორისო სტატუსი და მისი გუნდის გამოცდილება ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რის გამოც კავკასიის რეგიონალური ბაზრით დაინტერესებული  გარე ინვესტორებისთვის კოლიერსი პირველი შეხების წერტილია საქართველოში.

Colliers International Georgia ყოველდღიურად მუშაობს მიწების ბაზის გაუმჯობესებაზე და განსაკუთრებით აქტიურად იწყებს პატარა ზომის (1000კვ.დან) მიწის ნაკვეთების ასორტიმენტის გაზრდას. კოლიერსის ერთიანი პლატფორმა საუკეთესო საშუალებაა მცირე ზომის მიწის ნაკვეთების მფლობელებისთვის, უძრავი ქონების უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებზე სარეალიზაციოდ.

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: