კომპანია „დირსი“ ბიზნესსა და სტარტაპერებს სამუშაო სივრცეს 1 ლარად სთავაზობს | Property Georgia

კომპანია „დირსი“ ბიზნესსა და სტარტაპერებს სამუშაო სივრცეს 1 ლარად სთავაზობს

მეგი კავთუაშვილი

დეველოპერულ კომპანიას „ას ჯორჯია-დირსი“ ბიზნესისთვის და სტარტაპერებისთვის სპეციალურ შეთავაზება აქვს. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დამწყებ ბიზნესს „დირსი“ ერთი წლის განმავლობაში სამუშაო სივრცეს ერთ ლარად დაუთმობს. თავისუფლების მოედნიდან 5 კილომეტრში, ყველაზე მსხვილ მულტიფუნქციურ კომპლექსში „დირსიმ“ 2 000 კვ.მ. ფართობი საგანგებოდ დამწყები და სწრაფად მზარდი ბიზნესისთვის გამოყო. საოფისე სივრცის გარდა „დირსი“ მომხმარებელს co-working სივრცეს, სამუშაო მაგიდებს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახს და მეწარმეებისთვის სახელოსნო სივრცეებს სთავაზობს. „დირსის“ შეთავაზება „ფრილანსერებზე“, მცირე ბიზნესსა და იმ მეწარმეებზეა მორგებული, ვისაც ძვირადღირებული ოფისის ქირაობის შესაძლებლობა არ აქვს.

„ეს არის კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გაცხადებული ინიციატივა, რომელსაც უკვე უამრავი დამწყები კომპანია გამოეხმაურა. ეს არის ჩვენი წვლილი მცირე ბიზნესის განვითარებაში, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ბიზნესის დაწყების პირველი წელი, ყველაზე რთულია, უამრავი გამოწვევა უნდა დაძლიონ სტარტაპერებმა, მათ შორის, სამუშაო სივრცის კომპონენტის პრობლემის გადაჭრა. სწორედ ამიტომ, ჩვენ სიმბოლურ ფასად დავუთმობთ მათ სამუშაო სივრცეს - ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 1 ლარი იქნება ღირებულება. ვფიქრობ, რომ „დირსის“ ქალაქში სტარტაპერებს წარმატებული სტარტი ექნებათ.“ – აცხადებს „ფროფერთი ჯორჯიასთან“ საუბარში „ას ჯორჯია-დირსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ქეთი ფაჩულია.

საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ ტრადიციული საოფისე სივრცეები აქტუალობას კარგავს. დამსაქმებლები თანამშრომლებისთვის მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ცდილობენ. „დირსის“ ინიციატივა თანამედროვე სამუშაო სივრცის კონცეფციაზეა აგებული. კომპლექსი საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეებთან ერთად რეკრეაციულ ზონებსაც მოიცავს. „დირსის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სუფთა ჰაერზე დასასვენებელი და სასეირნო ბულვარია, რომლით სარგებლობაც სამუშაო სივრცით მოსარგებლე სტარტაპერებსაც შეეძლებათ,

„ჩვენს ქალაქში სტარტაპერებისთვის სივრცეს მათი საჭიროებებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე ვარჩევთ. „დირსი“ არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი, „დირსი“ უფრო მეტია. ეს არის ადგილი წარმატებული სტარტისთვის.“ - აცხადებს ქეთი ფაჩულია.

ნოემბერში „დირსი“ მომხმარებელს კიდევ ერთ საინტერესო და თანამედროვე ბაზარზე მორგებულ შეთავაზებას ჰპირდება. დაანონსებული აქცია საცხოვრებელ ბინებს შეეხება.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: