Les Roches რექტორი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა | Property Georgia

Les Roches რექტორი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პირველად საქართველოში და მთელ რეგიონში Les Roches უმაღლესი რანგის საერთაშორისო სკოლამ საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით Les Roches რექტორმა კარლოს დიეს დე ლასტრამ, პროგრამის ხელმძღვანელთან მანანა უგულავასთან და პროგრამის მმართველ გუნდთან ერთად, სასტუმრო რუმსში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ვახშამზე უმასპინძლა,რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მასპინძლობის სექტორის განვითარებაში.

მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შესული შვეიცარული სკოლა, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით, Les Roches, საქართველოში სასწავლო პროგრამას ახორციელებს. სკოლა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს.

Les Roches - ს საქართველოში შემოსვლა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით მოხდა.

პროგრამას, რომელსაც Les Roches საქართველოში უკვე ახორციელებს, ეწოდება: მასპინძლობის მენეჯმენტის საერთაშორისო პროგრამა აღმასრულებელთათვის, რის შედეგადაც გაიცემა Les Roches-ს დიპლომი. პროგრამა განკუთვნილია ტურიზმის სექტორში დასაქმებული საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის. 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: