ლისის „მწვანე ქალაქს“ მეოთხე პარკი შეემატა | Property Georgia

ლისის „მწვანე ქალაქს“ მეოთხე პარკი შეემატა

 პარკი საზოგადო მოღვაწის, „ტრიო სიმის“ ერთ-ერთი წევრის, რეზიკო გელაშვილის სახელობის არის, ამიტომ  გახსნის ღონისძიება სიმბოლურად მის  დაბადების დღეს დაემთხვა. „მწვანე ქალაქის“ მეოთხე პარკი მეტი სივრცითა და პანორამული ხედებით გამოირჩევა და ის ლისზე მდებარე სხვა პარკების მსგავსად, იტალიური ხეების ნერგებითა და მოსასვენებელი ინვენტარით იქნება მოწყობილი. პარკში სტუმრობა და დასვენება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. კომპანია ,,ლისი დეველოპმენტის’’ ინიციატივით, პარკის გახნის დღეს ტრიოების ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ყოველი წლის 13 ივლისს, რეზიკო გელაშვილის სახელობის პარკში გაიმართება.

კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ ეკოლოგიური გარემოს შექმნაზე ორიენტირებული კომპანიაა. პროექტის ,,მწვანე ქალაქი ლისზე’’ მთავარი კონცეფცია 80/20 - ია, რაც იმას გულისხმობს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20% ეთმობა საცხოვრებელ შენობებს, დანარჩენი 80% კი გამწვანებისთვისა და დამატებითი ინფრასტრუქტურისთვისაა განკუთვნილი.

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: