m²-მა 30 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა | Property Georgia

m²-მა 30 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა

დეველოპერულმა კომპანიამ  “  30 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები გამოუშვა, -ის მფლობელობაში არსებული პორტფელი მოიცავს კომერციულ, საოფისე და სასაწყობე ფართებს.

ბოლო 4 წლის განმავლობაში m²-ი მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები ობლიგაციებში და შესაბამისად, საკუთარი ფული უკეთესად ამუშაოს.

სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც ყოველ კვარტალში ერთხელ მოხდება. m²-ის ობლიგაციების განთავსება ინვესტიციების მართვის კომპანია „გალტ & თაგარტ-მა“ განახორციელა. 

„მოხარული ვართ განვაცხადოთ m² -ის ობლიგაციების რიგით მეოთხე და ყველაზე მსხვილი გამოშვების შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ობლიგაციების ახლანდელი განთავსების მიმართ ფიქსირდება გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მომხმარებლის მხრიდან m²-ის მიმართ მაღალი ნდობის ხარისხზე. ობლიგაციების განთავსება მოხდება საფონდო ბირჟაზე, ხოლო მათი შეძენა იქნება შესაძლებელი ნებისმიერი საბროკერო კომპანიის მეშვეობით რომელსაც შესაბამისი ლიცენზია გააჩნია.“ განაცხადა m² ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: