„m2 უძრავი ქონება“-მ გაყიდვების ახალი, ტექნოლოგიურად და სერვისით ინოვაციური ოფისი გახსნა | Property Georgia

„m2 უძრავი ქონება“-მ გაყიდვების ახალი, ტექნოლოგიურად და სერვისით ინოვაციური ოფისი გახსნა

ერთგული და მომავალი კლიენტებისთვის m2-მა გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა, რომელიც ფუნქციონალურად, ტექნოლოგიურად და სერვისით სრულიად ინოვაციურია, პასუხობს თანამედროვე ადამიანის ყველა მოთხოვნას და მორგებულია მის ცხოვრების სტილზე. წერეთლის 118-ში მდებარე სივრცე დეველოპმენტის მომავალში გამავალი ერთგვარი კარია, რომელიც აქამდე არსებულ წარმოდგენებს ამსხვრევს და უძრავი ქონების გაყიდვების უახლეს შესაძლებლობებს ბოლომდე წარმოაჩენს.

„გაყიდვების ახალი ოფისის ნოვატორული შინაარსი გარე სივრციდანვე იგრძნობა, სადაც კომპანიის ყველაზე კომპაქტური, 27 კვადრატულ მეტრიანი ბინის ნატურალური ზომის გარემონტებული და სრულიად კეთილმოწყობილი ბინა დაგხვდებათ. კონსტრუქცია თითქოს დეკორატიული ამწით არის ჩადგმული, რაც იმის სიმბოლოდ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ m2 თქვენს ბინას ასე ერთი ხელის მოსმით - ზედმეტი ფორიაქისა და დროის კარგვის გარეშე მოგართმევთ.

ბილიკს მივუყვებით და ნებისმიერ სტუმარზე ადაპტირებული გაყიდვების ცენტრალურ ოფისში შევდივართ. ინტერიერის დიზაინი და განწყობა ზუსტად იმეორებს m2-ის ფილოსოფიას: არის თანამედროვე, ფუნქციონალურად მოსახერხებელი და ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი. თუმცა მთავარი მაინც აქ არსებული განწყობა, პოტენციური მომხმარებლისადმი დამოკიდებულება, მის კომფორტსა და დროზე ზრუნვაა. მხოლოდ ერთხელ მისვლა სრულიად რეალურს ხდის იმის შესაძლებლობას, რომ აქ მოსვლიდან ერთ საათში ახალი ბინის მფლობელი გახდეთ.

ამისთვის კი ზედმეტი ფიქრიც არ დაგჭირდებათ, რადგან „შოურუმში“ გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიებით ზუსტად შეიქმნით წარმოდგენას „m2“-ის უახლესი ამბიციური გეგმების შესახებ. ფოიეში დგას „m3“-ის მაკეტი, ის ჰორიზონტალურად განთავსებულ ე.წ. ვიდეოკედელზეა გაშლილი, რაც საშუალებას მოგცემთ, კომპლექსებს შორის მანქანებისა თუ ადამიანების მოძრაობას, სტადიონებსა თუ საბავშვო ზონებში მოთამაშეებსა და ტყეპარკში დამსვენებლებს ადევნოთ თვალი. თან არა მხოლოდ დღე-ღამის, არამედ წელიწადის ოთხივე სეზონის განმავლობაში. მაკეტი შეგიქმნით განწყობას, რომ კარგად დაინახოთ და შეიგრძნოთ, თუ სად არის თქვენი სახლი“, - აღნიშნულია “m2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, „m2“-ს ახალი გალერეა, ზოგადად გაყიდვების სფეროში, ერთგვარი რევოლუციის მაგალითია, რომელიც მთლიანად ანგრევს ძველ სტანდარტებს და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ახალ კულტურას ამკვიდრებს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: