MARAZZI TG SHOWROOM-ის წლის შეჯამება და სამომავლო გეგმები | Property Georgia

MARAZZI TG SHOWROOM-ის წლის შეჯამება და სამომავლო გეგმები

MARAZZI TG SHOWROOM 85 წლის ისტორიის მქონე იტალიური ბრენდის - MARAZZI პირველი ევროპული სტანდარტის მქონე შოურუმია საქართველოში, სადაც წარმოდგენილია MARAZZI ჯგუფში შემავალი სამივე ბრენდის Marazzi, Ragno, Grande პროდუქცია. აქ ასევე იხილავთ ლიდერი იტალიური ბრენდების სანიტარულ კერამიკას, შემრევებს და პარკეტს.

შოურუმმა ფუნქციონირება 2019 წლის ივნისში დაიწყო და უმაღლესი ხარისხის პროდუქციასთან ერთად მაღალი სტანდარტის სერვისს სთავაზობს კლიენტებს, რაც მათ მაქსიმალურად უადვილებთ სასურველი მოდელების შერჩევას და ხაზგასმულად გამორჩეული ადგილი დაუმკვიდრა კომპანიას ბაზარზე.

გასული წლის 6 თვიანი მუშაობის შედეგს შოურუმში საკმაოდ პოზიტიურად აფასებენ, თუმცა ეს იყო კომპანიისგან საცალო ბიზნესის მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯები და 2020 წელს უფრო მასშტაბურ ჭრილში განიხილავენ.

Marazzi TG Showroom-ში წარმოდგენილი მასალების ფართო სპექტრი - ქვის, ბეტონის, მარმარილოს, მეტალის ფაქტურების დიდი თუ მცირე ფორმატის ფილების გარდა მოიცავს ექსკლუზიურ მოდელებსაც, რომლებსაც სხვა უახლეს თუ გამოჩეულ სერიებთან ერთად იხილავთ შოურუმში.

უახლესი ტექნოლოგიის და დიზაინის სინთეზი ფართოდ გადმოცემულია შოურუმში, რაც კიდევ ერთი წინაპირობაა Marazzi TG Showroom-ის სამომავლო მზარდი გეგმების განხორციელებისთვის.

marrazzi

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: