"მწვანე ქალაქი ლისზე" - შენი ჯანსაღი ინვესტიცია | Property Georgia

"მწვანე ქალაქი ლისზე" - შენი ჯანსაღი ინვესტიცია

/ქეთი ტაბატაძე/

“მწვანე ქალაქი ლისზე" - შენი ჯანსაღი ინვესტიცია

თინა კვინტრაძე, “ლისი დეველოპმენტის” გაყიდვების დირექტორი: “ჩვენი მისიაა საქართველოში სრულიად ახალი, ეკოლოგიური და ჯანსაღი ცხოვრების სტილის შექმნა.”

“მწვანე ქალაქი ლისზე"  - მშებენლობის მეორე ფაზა აქტიურად მიმდინარეობს. პარალელურად, ინტენსიური ზრდა შეიმჩნევა გაყიდვების მიმრთულებით. კომპანიის 80/20 “მწვანე” კონცეფცია ყველა დონეზე დაცულია. “ლისი დეველოპმენტის” გაყიდვების დირექტორი Property Georgia-სთან “მწვანე ქალაქი ლისზე" პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს.  

- “მწვანე ქალაქი ლისზე" - სახელწოდებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ “ლისი დეველოპმენტის” ამ მასშტაბური პროექტის ერთერთი ძლიერი მხარე რეკრეაციული მიმართულებაა. უფრო დეტალურად რომ განვმარტოთ, რას მოიცავს “მწვანე ქალაქი ლისზე" რეკრეაციული ზონები?

“ლისი დეველოპმენტის”  მისიაა საქართველოშო სრულიად ახალი, ეკოლოგიური და ჯანსაღი ცხოვრების სტილის შექმნა. ჩვენი კონცეფცია 80/20 სწორედ ამ მიზანს ემსახურება: ტერიტორიის მხოლოდ 20% ეთმობა შენობებს, ხოლო 80% გამწვანებას  რეკრეაციული ზონებს და დამხმარე ინფრასტრუქტურას ეთმობა.

დღეს ჩვენს ტერიტორიაზე 4 დიდი ზომის პარკია გაშენებული და კიდევ იგეგმება მსგავსი ზონების განვითარება. ამასთან, ჩვენი მობინადრები სარგებლობენ აუზით და ფიტნეს ცენტრით. უახლოეს მომავალში კიდევ დავამატებთ დახურულ აუზს და ფიტნეს ცენტრს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ლისის ტბის მიმდერბარე ტერიტორიის განვითარებაზე მუშაობა სისტემატიურად მიმდინარეობს. 

- 11 ჰექტარზე გადაჭიმული ტერიტორია, სადაც თქვენი კომპანია 450-მდე საცხოვრებელ ერთეულს აშენებს (ბინები, თაუნ ჰაუსები, ვილები), 2011 წლამდე დაუსახლებელი იყო. რით მიიქცია თქვენი ყურადღება ლისმა? რა არის ლოკაციის მთავარი უპირატესობები, რაც ინფრასტრუქტურული ნაწილის ხარჯს ამართლებს?

ჩვენი ტერიტორიის მთავარი უპირატესობაა ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო და პანორამული ხედებია - ამ მყუდრო და მშვიდი ატმოსფეროში კი ჩვენს მიერ აშენებული თანამედროვე არქიტექტურის მაღალი ხარისხის საცხოვრებელი სახლები განთავსებული. ასევე, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტრული ნაწილი, რომელსაც ჩვენი კომპანია ქმნის.

- ეკოლოგიური უბნის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც შენდება “მწვანე ქალაქი ლისზე", რა ტიპის სამშენებლო მასალების გამოყენებას ითვალისწიებს?

“ლისი დეველოპმენტი” ძირითდად ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული წარმოების მასალებს იყენებს მშენებლობისათვის. ევროპული მასალების მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან კი მხოლოდ საუკეთესო ხარისხზე ვაკეთებთ არჩევანს. 

მაგალითისთვის, ფასადის მოსაპირკეთებლად ვიყენებთ ვენეციურ აგურს და კანადური ფიჭვის მასალას, რომელიც იმპორტირებულია ჰოლანდიიდან. ასევე, ვიყენებთ გერმანული და ბელგიური ბრენდების - „შუკოს“ და „რეინარსის“ კარ-ფანჯარას. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ აშენებული ყველა სახლი ენერგოეფექტურია.

- “მწვანე ქალაქი ლისზე" აშენებაში, რომლის პირველი ფაზა უკვე დასრულებულია, “ლისი დეველოპმენტი” ჯამში $100 მილიონ ინვესტიციას დებს. დღევანდელი მდგომარეობით, როგორია პირველი ფაზის გაყიდვების სტატისტიკა და რა ეტაპზეა მეორე ფაზის სამუშაოები და გაყიდვები?

პირველი უბანი სრულიად გაყიდულია და უკვე ძირითადად შევსებულია მოსახლეებით. მეორე ფაზის გაყიდვები კიდევ უფრო აქტიურად მიმდინარეობს ვიდრე პირველის, რადგან პოტენციურ მყიდველებს უკვე რეალურად შეუძლიათ შეაფასონ ჩვენი ხარისხი და კონცეფცია.

- გამომდინარე ყველა იმ კომფორტიდან, რასაც “მწვანე ქალაქი ლისზე"გვთავაზობს, ფასებსაც შესაბამისს უნდა ველოდეთ. ვინ არის “ლისი დეველოპმენტის” ამ გრანდიოზული კომპლექსის მაცხოვრებელი - მიზნობრივი სეგმენტი?

ჩვენი მაცხოვრებლები ძირითადად არიან ოჯახები, რომლთათვისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათი შვილების ჯანსაღ გარემოში გაზრდა და განვითარება. “მწვანე ქალაქში” სხვადახვა პროფესიის წარმომადგნელები ცხოვრობენ, თუმცა ჭარბობენ ექიმები.

ასევე აღსანიშნავია, რომ უცხოეთის სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე გამოთქვამს “მწვანე ქალაქი ლისზე" ცხოვრების სურვილს.

რაც შეეხება სეგმენტს, ხარისხი ყოველთვის განსაზღვრავს ფასს. თუმცა, უმაღლეს ხარისხის პირობებშიც, ჩვენ მაქსიმალურად ხელმისავდომ საფასო პოლიტიკას ვაწარმოებთ. ჩვენს კომპლექსში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ფასი 1300 აშშ დოლარიდან იწყება. “მწავენე ქალაქში” მინიმალური ზომის საცხოვრებელი ფართები 120 კვ.მ.-ით განისაზღვრება, ხოლო თაუნჰაუსები - 240 კვ.მ-ის ფარგლებში მერყეობს. ჩვენი ყველა ამ ტიპის პროდუქტი მოთხოვნადია.

- მეორე უბანის დასრულების შემდეგ რა გეგმები აქვს “ლისი დეველოპმენტს”?

ლისი დეველოპმენტის გუნდი სისტემატიურად ზრუნავს განვითარებაზე, შესაბამისად მეორე უბნის დასრულების შემდეგ გავაგრძელებთ მომდევნო ფაზებს. ასევე, საზოგადოებას შევთავაზებთ პრემიუმ კლასის ვილებს და განსხვავებული დიზაინისა და არქიტექურის ობიექტებს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: