მერიამ თბილისის ახალი გენერალური გეგმა მიიღო | Property Georgia

მერიამ თბილისის ახალი გენერალური გეგმა მიიღო

თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა მიიღო. შესაბამისად, 2030 წლამდე დედაქალაქის განვითარების საკითხებს სწორედსითი ინსტიტუტი საქართველოსმიერ შემუშავებული გეგმა განსაზღვრავს.

ახალი გენგეგმის მიღების ვადა რამდენიმეჯერ შეიცვალა, ვინაიდან თბილისის ხელმძღვანელობამ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისგან, გეგმის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი კონკრეტული მექანიზმების დაზუსტება მოითხოვა, რომლებიც განსაკუთრებით მისი აღსრულების ეტაპზე საყურადღებო იქნება. რამდენიმეთვიანი ერთობლივი მუშაობის შედეგად ამჟამად თბილისს უკვე გააჩნია განახლებული გენერალური გეგმა, რომელიც ყველაზე აქტუალურ საკითხებს მოიცავს და მომავალში ქალაქის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებებს დაარეგულირებს.

სითი ინსტიტუტი საქართველოსდირექტორ, მამუკა სალუქვაძ ცხადებ, რომ გეგნგეგმის ჯგუფი მზაყოფნას გამოხატავს, დედაქალაქის მერიას კონსულტაციები გაუწიოს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს განახლებული გენგეგმით განსაზღვრული სამომავლო ქმედებების განხორციელებაში.

დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები; დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები; დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები, მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით; უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ გენგეგმაში, გათვალისწინებულია 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ახალ გენერალურ გეგმას თბილისის საკრებულო უახლოეს დღეებში დაამტკიცებს. თავად დუკუმენტი კი დედაქალაქის ბიუჯეტს 2.8 მილიონი ლარი დაუჯდა.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: