მიიღე DIRSI-ის 9%-იანი იპოთეკური სესხი ლარში | Property Georgia

მიიღე DIRSI-ის 9%-იანი იპოთეკური სესხი ლარში

Dirsi-ის “მინი ქალაქში” სიახლეებია! კომპანია პოტენციურ მობინადრეებს სესხს ახლა უკვე ეროვნულ ვალუტაში, ყველაზე დაბალ, 9%-ში სთავაზობს. გაყიდვების ახალი, მომხმარებელზე სრულად ორიენტირებული  კონცეფცია აზერბაიჯანულმა კომპანიამ “თიბისი ბანკის”  “იპო ცენტრთან” ერთად შეიმუშავა.

სესხი ლარში, უძრავი ქონების შეძენისას ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში ერიცხება, რაც, დეველოპერის და იპოცენტრის რჩევით, სესხის იოლად დაფარვისთვის უმნიშვნელოვანესია. მეტი სიცხადისთვის, Dirsi-ში აღნიშნავენ, რომ დოლარში აღებული შედარებით მცირეპროცენტიანი (4-5%) იპოთეკური სესხი მოლოდინებს ყოველთვის არ ამართლებს, სავალუტო მერყეობები, უცხოური ვალუტის მკვეთრად გაძვირების რისკებს შეიცავს. განახლებული შეთავაზების პირობებში კომპანია ვადიანობაზეც აკეთებს აქცენტს, Dirsi-ის (AS Georgia) მენეჯმენტი იპოთეკური სესხის ლარში აღების სარგებელს ამ ნაწილშიც მკაფიოდ ხედავს - თუ მომდევნო 5 წლის განმავლობაში, ზოგადი სავალუტო ტენდენციების პროგნოზი გარკვეულ დონეზე მაინც შესაძლებელია, 15 წელზე გათვლით აღნიშნული ქმედება, შეუძლებელია. შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში, რისკების შესამცირებლად სესხის იმ ვალუტაში აღება, რომელშიც მომხმარებელი იღებს შემოსავალს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ადგილობრივი ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურებისას, როგორც “თიბისი ბანკის” “იპო ცენტში” განმარტავენ, ბანკები კლიენტს სავალუტო სესხის ლარში რესტრუქტურიზაციას სთავაზობენ. თუმცა, განახლებული იპოთეკის პირობებს, როგორც წესი, თავდაპირველი სასესხო პირობები ჯობნის, შესაბამისად, ლარში შემოსავლის მიმღები მოსახლეობისთვის, ყველაზე დაბალ რისკიან ალტერნატივას, ყოველთვის, ლარშივე აღებული იპოთეკა წარმოადგენს, - გვირჩევენ “იპო ცენტრში”.

Dirsi - ეს არისმინი ქალაქი“, სადაც საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად სოციალურ-საყოფაცხოვრებო და ინჟინერული ინფრასტრუქტურის ობიექტებია განთავსებული: საბავშო ბაღები, სკოლები, სავაჭრო-გასართობი ცენტრი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, კეთილმოწყობილი ეზო და ბულვარი, საბავშვო სათამაშო მოედნები და .. Dirsi ყველაზე მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში, რომელიც აერთიანებს 20 კორპუსს, 39 ბლოკსა და 4898 ბინას დასრულებული რემონტით.

კომპლექსის მშენებლობას აზერბაიჯანული კომპანია ახორციელებს. AS Group Investment საქართველოში 2011 წელს შემოვიდა და დააფუძნა შვილობილი კომპანია AS Georgia, რომელმაც 2012 წელს Dirsi- მინი ქალაქისმშენებლობა დაიწყო.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: