ნოუ ჰაუ აკადემია - EBRD know-how academy | Property Georgia

ნოუ ჰაუ აკადემია - EBRD know-how academy

ნოუ ჰაუ აკადემია - EBRD know-how academy არის კრიზისის მართვის ონლაინ პლატფორმა, რომლის მიზანია გაზარდოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წვდომა საინფორმაციო რესურსებზე. აქ გაერთიანებულია ინტერაქტიული ტრენინგები, სექტორის ექსპერტების ვიდეო გაკვეთილები და ქვეყანაზე მორგებული ინფორმაცია იმ რესურსების შესახებ რომლებსაც მთავრობები და ადგილობრივი ბანკები სთავაზობენ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებს.

ონლაინ პლატფორმა ხელმისაწვდომია 30 ქვეყანაში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქმიანობს. EBRD-ის ახალი ონლაინ სწავლების პლატფორმა მხარს უჭერს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს მართონ კრიზისი კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

პლატფორმა მსმენელს სთავაზობს შემდეგ მოდულებს:

  • კრიზისის მართვა: თქვენი კლიენტები და მომწოდებლები
  • კრიზისის მართვა: ფინანსური მართვის საწყისები
  • კრიზისის მართვა: თქვენი კომპანიის დაფინანსება
  • კრიზისის მართვა: თქვენი თანამშრომლები- თქვენი მთავარი აქტივი
  • კრიზისის მართვა: გამოწვევები მართვასა და ლიდერობაში

პირველი მოდული “კრიზისის მართვა: თქვენი კლიენტები და მომწოდებლები” კონსულტაციას გაუწევს დარეგისტრირებულ მეწარმეებს, როგორ მართონ მიწოდების ჯაჭვი. მოდული უკვე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.ebrdknowhowacademy.com

რესურსები არის წარმოდგენილი ინგლისურ, არაბულ, რუსულ, უკრაინულ და თურქულ ენებზე. მონაწილეობა უფასოა.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: