ოლეგ ოსინოვსკი: Tbilisi Hills Golf & Residences-ის ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორი საქართველოში | Property Georgia

ოლეგ ოსინოვსკი: Tbilisi Hills Golf & Residences-ის ყველაზე მსხვილი ევროპელი ინვესტორი საქართველოში

Tbilisi Hills Golf & Residences - უნიკალური ადგილი საქართველოში, თბილისის ხმაურიანი ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზე, სადაც ბუნების ჰარმონიაში ცხოვრებაა შესაძლებელი.

პროექტის ზოგადი კონცეფციაა ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრება. ეს არის სამხრეთ კავკასიაში პირველი უძრავი ქონების პროექტი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან დეტალს ითვალისწინებს, უზრუნველყოფს უნიკალურ გარემოს, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით და აქტიური სპორტული ცხოვრების სტილის შესაბამისი ინფრასტრუქტურით. კომპლექსის მშენებლობისას მთავარი გამოწვევა რეგიონის მდიდარი ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა.

Property Georgia გაესაუბრა ოლეგ ოსინოვსკის - Tbilisi Hills Golf & Residences – ის ყველაზე დიდ ევროპელ ინვესტორს საქართველოში და Skinest Group– ის (www.skinest.eu) ხელმძღვანელს და დამფუძნებელს. მან საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, საკუთარ მიზნობრივ სეგმენტზე, არსებულ რისკებსა და ტენდენციებზე ისაუბრა.

- როგორ შეაფასებდით ქართული უძრავი ქონების ბაზარს?

-ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი არ არის ისეთი მრავალფეროვანი, როგორიც ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში. ჩვენ თავიდანვე დავინახეთ, რომ აქ უამრავი აუთვისებელი სეგმენტია. მე მჯერა, რომ Tbilisi Hills Golf & Residences ბევრ ასეთ აუთვისებელ სეგმენტს მოიცავს, ეს კი ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველია.

- დღესდღეობით რომელი კონკრეტული სეგმენტები აკლია ქართული უძრავი ქონების ბაზარს?

- მე ვიტყოდი, რომ კომპანიები მომხმარებლებს ერთი და იგივე პროდუქტს სთავაზობენ. არავინ არ გთავაზობთ განსხვავებული ცხოვრების სტილს. ცხოვრების განსხვავებული წესი შეიძლება სხვადასხვა ტიპის ადამიანებს მოვარგოთ შესაბამისი სეგმენტების მიხედვით.

ჩვენი შეფასებით, საქართველოში ადამიანები ბინებს მანამდე ყიდულობენ, სანამ სამსახურის მოძებნაზე დაიწყებენ ფიქრს. აქ ქონების შეძენა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამის საპირისპიროდ, ევროპელები ჯერ სამსახურს ეძებენ და შემდეგ ცდილობენ გადაწყვიტონ, რა ტიპის უძრავი ქონების შეძენას შეძლებენ, თავიანთი შემოსავლის გათვალისწინებით. საქართველოში, ყველას დედაქალაქში უნდა ცხოვრება, თუნდაც იქ სამსახური არ ჰქონდეს და ყოველდღე არაკომფორტულ სიტუაციაში აღმოჩნდეს მუდმივი საცობების გამო. ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში უნდა შეიცვალოს. სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს.

- უძრავი ქონება გრძელვადიანი ინვესტიციაა?

- არ მჯერა, რომ ბიზნესს შეუძლია დიდი მოგების მიღება მოკლევადიან პერიოდში. შეიძლება არსებობდეს გამონაკლისები, მაგრამ ისინი აუცილებლად მოკლევადიანია. როცა სექტორი წარმატებული ხდება, ბევრი ადამიანი ცდილობს ამით ისარგებლოს. კონკურენციის ზრდა იწვევს ფასების შემცირებას. ფასების პოლიტიკა უძრავი ქონების სექტორში მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ასების მკვეთრი მატება არანაირი სარგებლის მომტანი არაა. უფრო ხელსაყრელია გქონდეს ხელმისაწვდომი პროდუქტი და მომხმარებელთა ფართო სეგმენტი.

- რატომ გადაწყვიტეთ ინვესტიცია Tbilisi Hills- ში? რა არის განსაკუთრებული ამ პროექტში?

- ეს უნიკალური პროექტია ქართულ ბაზარზე. ჩვენ ქართველ მომხმარებლებს ახალ მიდგომებსა და განსხვავებული ცხოვრების წესს ვთავაზობთ. აქ შეგიძლიათ იპოვოთ მშვიდი გარემო, სუფთა ჰაერი, სიმწვანე, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე. უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია. კომპლექსი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი და ფაქტობრივად პატარა ქალაქია ქალაქის შიგნით. არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი ტიპის კომპლექსს კიდევ ვიხილავთ, რადგან თბილისში ამ ტიპის ყველა ტერიტორია ათვისებულია. ამიტომ მჯერა, რომ Tbilisi Hills უნიკალურ პროექტად დარჩება.

- როგორ შეაფასებთ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კონკურენტუნარიანობას? რატომ უნდა განახორციელონ ადამიანებმა ინვესტიცია აქ და არა სხვაგან?

- მსგავსი შეფასების გაკეთება გამიჭირდება. უძრავი ქონება დიდად არ განსხვავდება საფონდო ბირჟისგან, სადაც აქციების ფასი კონკრეტულ მომენტში ყოველთვის სამართლიანია. თბილისში არსებული უძრავი ქონების ფასები მოცემული პირობებით სამართლიანია და ნებისმიერი ცვლილებაც სამართლიანი იქნება. თუ უძრავი ქონება ძალიან იაფია, ეს ნიშნავს რომ მას ამავდროულად დაბალი რისკები ახლავს თან.

- როგორ ხედავთ  მაღალი კლასის საცხოვრებელი უძრავი ქონების მომავალს საქართველოში?

- ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ძლიერი სეგმენტია. ისტორიულად, ეს სეგმენტი ყველაზე ნაკლებად განიცდის ხოლმე კრიზისს. იშვიათად ხდება, რომ ადამიანმა მსგავსი ტიპის ქონებაში ინვესტირებისას ზარალი მიიღოს. პრობლემა ამ შემთხვევაში არის ლიკვიდურობა. საქართველოში არ არის ბევრი ადამიანი, რომელიც ასეთ ქონებას შეიძენს. ბუნებრივია, რომ დაბალი მოთხოვნის გამო, გაყიდვების რიცხვიც დაბალია.

- გაქვთ რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი საქართველოში უძრავი ქონების ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში?

- სანამ არ არსებობს გეოპოლიტიკური კრიზისი და საქართველო თავიდან იცილებს საშინაო პრობლემებს, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. საქართველო მომავალში განვითარდება, ადამიანების შემოსავალი გაიზრდება, შესაბამისად ისინი შეძლებენ საცხოვრებლების განახლებას. ეკონომ-კლასის მაცხოვრებებლები გადაინაცვლებენ საშუალო-კლასის საცხოვრებელ აპარტამენტებში, საშუალო-კლასის მაცხოვრებლები კი მაღალ-კლასში. ეს უწყვეტი ჯაჭვია. ერთ-ერთი ამჟამინდელი გლობალური ტენდენცია, რომელიც, სავარაუდოდ გავლენას მოახდენს საქართველოზე, არის ის, რომ მდიდარი ადამიანები ქალაქგარეთ გადაინაცვლებენ, ხმაურიანი და დაბინძურებული გარემოდან შორს. ქალაქებში მხოლოდ დაბალშემოსავლიანი სეგმენტი დარჩება. კიდევ ერთი შესამჩნევი გლობალური ტენდენციაა ის, რომ ადამიანებს ურჩევნიათ სახლი იქირავონ, ვიდრე შეიძინონ. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ტენდენცია საქართველოშიც დამკვიდრდება, თუმცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასეთი ადამიანების რიცხვი მუდმივად იზრდება.

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: