პირველად საქართველოში უძრავი ქონების შეძენა კრიპტოვალუტაში ხდება შესაძლებელი | Property Georgia

პირველად საქართველოში უძრავი ქონების შეძენა კრიპტოვალუტაში ხდება შესაძლებელი

პირველად საქართველოში,  კრიპტოვალუტაში ანგარიშსწორება სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია “მარდი ჰოლდინგმა” დაიწყო.

კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება შესაძლებელია დისტანციურად ელექტრონული საფულეს მეშვეობით. ამისთვის საჭიროა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს გახსნილი Bitcoin, Litecoin და Ethereum ელექტრონული ანგარიში. ანგარიშსწორება მოხდება გადახდის დღისთვის არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად.

“იდეა გაჩნდა მოთხოვნიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსებში მყიდველთა 50% უცხოელია, სურვილი გვქონდა მათთვის ხელსაყრელი პირობები და ფორმა შეგვეთავაზებინა” - ამბობს კომპანიის ფინანსური ანალიტიკოსი თამარ დევაძე.

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მარდი ჰოლდინგი"  ანვითარებს და ფლობს სასტუმრო - სარესტორნო ბიზნესებს. კომპანია კრიპტოვალუტაში ანგარიშსწორებას სამომავლოდ ამ ობიექტებზეც შესთავაზებს მომხმარებლებს.

კრიპტოვალუტით ანგარიშსწორების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ტრანზაქცია სწრაფია და არ საჭიროებს რთული პროცედურების გავლას. ასევე, მოსახერხებელია ტურისტებისთვისაც, რომლებსაც საქართველოში ყოფნისას სურთ შეიძინონ უძრავი ქონება კრიპტოვალუტით.

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: