პირველი წარმატებული წელი AREA.GE- სგან | Property Georgia

პირველი წარმატებული წელი AREA.GE- სგან

ჩვენი ისტორია 2019 წელს იწყება და მოგიყვებით იმ იდეის, მიზნებისა თუ გამოწვევების შესახებ, რის გარშემოც ერთ გუნდად შეკრულებმა დავიწყეთ აქტიური მუშაობა უძრავი ქონების ახალ პლატფორმაზე.

ალბათ ვთანხმდებით, რომ თითოეული ჩვენგანის სანუკვარი მიზანია მოვიწყოთ „თბილი ბუდე“ და ვიპოვოთ ჩვენი, საცხოვრებელი, დასასვენებელი თუ სამუშაო არეა. სურვილის ახდენის კვალდაკვალ კი არანაკლებ მნიშვნელოვანია, უძრავი ქონების შეძენის პროცესი მაქსიმალურად კომფორტულად წარიმართოს. შესაბამისად, გადავწყვიტეთ შეგვეცვალა ბაზარზე არსებული გამოცდილება და თანამედროვე მიდგომებით შეგვექმნა სრულიად ახალი - www.area.ge, რომელიც უძრავი ქონების მაძიებლებსა და განმთავსებლებს შორის კავშირს კიდეც უფრო გაამარტივებდა.

www.area.ge არის პლატფორმა, სადაც თავმოყრილია მეორადი და ახლად აშენებული ბინები, კერძო სახლები, კომერციული ფართები, A კლასის ბიზნეს ცენტრები და საინვესტიციო მიწები. ჩვენთან წარმოდგენილია დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების 80%. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ბაზარზე არსებული ყველა აქტიური აგენტი თუ სააგენტო, მათი მიმდინარე შეთავაზებებით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ჩვენ შევაგროვეთ უბან-უბან, ფანჯრის მინებსა თუ აივნებზე გამოკრული განცხადებები და პირველად გადმოვიტანეთ ისინი ციფრულ სამყაროში.

ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უძრავი ქონების განმთავსებლები. შევქმენით შესაბამისი სერვისები, რომელიც ეხმარება მათ საკუთრების ეფექტურად წარმოჩენასა და სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციაში.

მთლიანობაში ეს ყველაფერი ქმნის ეკოსისტემას, მრავალფეროვანი არჩევანით, რომელიც მნიშვნელოვნად ეხმარება უძრავი ქონების მაძიებელს შერჩევის პროცესში, ხოლო მესაკუთრეს - გაყიდვების გაზრდაში.

propertygeorgia.ge

2019 წელი ჩვენთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენი  წარმატების განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ინდუსტრიის პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდის და ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი მუშაობაა.

2020 წელი საინტერესო სიახლეებით იქნება დატვირთული. ჩვენი მიზანია უფრო განვავითაროთ ეკოსისტემა,  უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს მომხმარებელთან და გაცილებით მეტ ადამიანს გავუწიოთ გზამკვლევობა სასურველი არეის აღმოჩენაში.

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: