PROPERTY TRAVEL: Property Georgia-ს და Duda Travel-ის ახალი წამოწყება | Property Georgia

PROPERTY TRAVEL: Property Georgia-ს და Duda Travel-ის ახალი წამოწყება

Property Georgia

უძრავი ქონების ჰაბი Property Georgia და ტურისტული კომპანია Duda Travel-ი ინვესტორებისთვის და ტურისტული ჯგუფებისთვის ახალ მიმართულებას Property Travel-ს ქმნიან. ერთობლივი მომსახურების პაკეტი მოიცავს ისეთ მოთხოვნად პროდუქტებს, როგორებიცაა:

  • ბიზნეს დელეგაციების/ტურისტული ჯგუფების დახვედრა-განთავსება პრემიუმ სასტუმროებში/აპარტამენტებში და გაცილება
  • უძრავი ქონების ინფორმაციული ტურების ორგანიზება
  • ტურისტული ინფორმაციული ტურების ორგანიზება: ეკო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება
  • ბიზნეს კონფერენციების, სემინარების, ვორქშოფების ორგანიზება

Property Georgia-ს მმართველი პარტნიორების განცხადებით, უძრავი ქონება და ტურიზმი ურთიერთდაკავშირებული სექტორებია და Duda Travel-თან თანამშრომლობით ამ მიმართულებებით არსებული პოტენციალის მაქსიმალური განვითარება ხდება შესაძლებელი. “უძრავი ქონების ინვესტორები ინტერესდებიან  ქვეყნის ტურისტული პოტენციალით და სურთ უფრო ახლოს გაიცნონ და პირადად იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ქართული სტუმარმასპინძლობა, კულინარია, ეკო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ეს ყველაფერი მხოლოდ აღვივებს მათ ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ,” აღნიშნავს ლიკა ქარდავა, Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი. “ბოლო წლებში ქართული უძრავი ქონების ბაზარი საერთაშორისო ინვესტორებისთვის საინტერესო გახდა ტურისტული ბიზნესის კუთხით. ამას მოწმობს აპარტამენტების ბიზნესის წარმატებული განვითარება ზღვისა და მთის კურორტებში, რომელთა ნაწილიც დღეს უკვე  მაღალი დონის უცხოური ბრენდების სახელით შენდება,” აცხადებს ქეთი ტაბატაძე, Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი.

რა არის Property Travel? ეს არის საქმიანი ვიზიტი/შეხვედრა შეუთავსო სასარგებლოს და თავისუფალ შუალედებში მიიღო სიამოვნება კომპანიის მიერ შეთავაზებული სხვადასხვა სახის ტურებით. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, სახელწმიფო უწყებები, კერძო თუ არასამათვარობო ორგანიზაციები. ეს იმ უწყებებისა და კომპანიების ჩამონათვალია, რომლებმაც უკვე საკუთარ თავზე გამოსცადეს Duda Travel-ის სერვისები. დღეიდნ უკვე Property Travel, რომელიც Duda Travel-ის და Property Georgia-ს ურთიერთანამშრომლობის შედეგად შეიქმნა, გთავაზობთ იმ მომსახურებას, რომელიც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის თქვენს ვიზიტს საქართველოში.

“ვფიქრობ, რომ დროული და აუცილებელი იყო მსგავსი პროდუქტის შექმნა. ახალი ბრენდი შეეცდება კონკურენტუნარიანი იყოს ბაზარზე და ძალას არ დაიშურებს, რომ ღირსეული პოზიცია ეკავოს ლიდერ კომპანიებს შორის. მინდა მადლობა ვუთხრა Property Georgia-ს მმართველ პარტნიორებს თანამშრომლობისთვის და ნდობის გამოცხადებისთვის,” აღნიშნავს კობა ალხაზაშვილი, Duda Travel-ის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი.

Property Georgia-ს და Duda Travel-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს 1 ივნისს მოეწერა ხელი.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: