Recov.ge : "თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი კლასების ჭრილში" | Property Georgia

Recov.ge : "თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი კლასების ჭრილში"

 

 

propertygeorgia.ge

 

 

propertygeorgia.ge

 

2020 წლის პირველ ნახევარში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თბილისში ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 34%-ით შემცირდა, ხოლო ბაზრის ღირებულება 36%-ით. კლება გამოწვეულია COVID-19-ით, კრიზისითა და დაწესებული შეზღუდვებით, რაც დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გაგრძელდა.

ივნისის თვეში ბაზრის ღირებულებამ 93 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 36%-იანი კლებაა.

 

2020 წლის ივნისში თბილისში ტრანზაქციების შემცირება ყველაზე ნაკლებად აისახა გლდანში, სადაც ეკონომ კლასის ბინები ჭარბობს. აღსანიშნავია, რომ თბილისის მასშტაბით ეკონომ კლასის ბინების ბაზრის ღირებულება სხვა კლასებთან შედარებით ნაკლებად შემცირდა.

 

propertygeorgia.ge

 

propertygeorgia.ge

 

ბაზრის ღირებულება განსაკუთრებით შემცირდა მედიუმ კლასის ბინებში. წინა წლის ივნისის თვესთან შედარებით მთლიანი ბაზრის მოცულობა 62%-ით შემცირდა. ეს შემცირება ყველაზე ნაკლებად ეკონომ კლასის ბინებზე აისახა.

 

2019 წლის ივნისის თვეში ეკონომ ბინების ჯამური ღირებულება მთლიანი ბაზრის 53%-ს წარმოადგენა და 2020 წლის ივნისში გაიზარდა 68%-მდე. მედიუმ კლასის ბინები მთლიანი ბაზრის 34%-დან 21%-მდე შემცირდა. თბილისში პრემიუმ კლასის ბინების ბაზარზე ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეინიშნება.

 

propertygeorgia.ge

 

propertygeorgia.ge

 

განვიხილეთ საბაზისო სცენარი ზომიერი იზოლაციის პირობებში 2020 წლის ბოლომდე.

როგორც ცხრილიდან იკვეთება, ნეგატიურია მოლოდინები მედიუმ სეგმენტის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე როგორ ტრანზაქციების ისე ფასის კუთხით. ამ სეგმენტში უფრო გააქტიურდება სპეკულატიური ტრანზაქციები, შემცირებული უძრავი ქონების ფასის ხარჯზე.

ეკონომ კლასის შემთხვევაში ფასი უმნიშვნელოდ შეიცვლება, თუმცა ტრანზაქციების რაოდენობა ამ სეგმენტშიც მოიკლებს. აღსანიშნავია, რომ იზოლაციის ფონზე მოთხოვნა იზრდება კერძო და ხელმისაწვდომ სახლებზე მათ შორის ქალაქგარეთ.

პრემიუმ კლასის შემთხვევაში წლის ბოლომდე მოსალოდნელი ტრანზაქციების შემცირება თუმცა ვფიქრობთ, რომ ფასი უმნიშვნელოდ შეიცვლება. ეს განსაკუთრებით მწვავედ აისახება გასაქირავებელი უძრავი ქონებაზე, სადაც მოსალოდნელია როგორც ტრანზაქციების ისე მათ შორის ფასის შემცირებაც.

 

ამ მონაკვეთში ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით რეალური რეაქციების შეჯამება რთულია, სანამ არ აღდგება ეკონომიკური აქტივობა და მოიხსნება სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები. აღსანიშნავია, რომ დეველოპერების გარკვეულმა ნაწილმა პირველად ბაზარზე უკვე დაიწყო ფასდაკლების აქციები, თუმცა მეორად ბაზარზე ჯერჯერობით ამ დოზით რეაგირება არ მომხდარა.

ფასების შემცირება რისკს უქმნის დეველოპმენტების შიდა განვადებებს. განსაკუთრებით კი ადრეულ ეტაპზე არსებულ დეველოპმენტებს და იმ კონტრაქტებს, რომლებიც მცირე ავანსითაა ნაყიდი. დეველოპერების ნაწილთან გასაუბრებაზე დაყრდნობით, მყიდველების მხრიდან განვადების გადახდები შემცირებულია. ამის დარეგულირება შეიძლება დეველოპერების მიერ მომხმარებლებისთვის მშენებლობის გეგმიურად გაგრძელების ჩვენებით. აღნიშნულში მნიშვნელოვანი როლი ექნებათ ბანკებს. თუ დაფინანსება სტაბილურად გაგრძელდება და დეველოპერები შეძლებენ მშენებლობის შეუფერხებელ გაგრძელებას, მომხმარებლებიც დაინახავენ, რომ მათ ქონებას საფრთხე არ ემუქრება და უფრო მეტი იქნება შანსი, რომ მათაც გააგრძელონ შიდა გადახდები.

 

მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ტრანზაქციების შემცირება განსაკუთრებით ტურისტულ არეალებში, როგორებიცაა: ბათუმი, ბაკურიანი, გუდაური. 2019 წლის მონაცემებით, ბათუმის ბაზარზე ჯამში დაახლ. 11,500 ტრანზაქცია განხორციელდა, აქედან დიდი წილი საინვესტიციო ქონებებზე მოდის. სხვა მასშტაბით, მაგრამ საინვესტიციო ბინები ჭარბობს ბაკურაინსა და გუდაურშიც. სავარაუდოა, რომ გაურკვევლობის ამ პერიოდში, მყიდველები თავს შეიკავებენ ე.წ. ტურისტული დანიშნულების ბინების შეძენისგან.

 

საინვესტიციო/გასაქირავებელი ბინების ბაზარი გამოწვევების წინაშე დადგება. მოსალოდნელია ფასების მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ქონებაზე. მეორე მხრივ, ამ შემცირებამ შესაძლოა გააჩინოს სპეკულატიური ინვესტორების ახალი ტალღა, რომლებიც კრიზისულ პერიოდში აქტიურდებიან.

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: