RED-CO-ს აპარტამენტებში ინვესტირება მზარდი შემოსავლის გარანტია | Property Georgia

RED-CO-ს აპარტამენტებში ინვესტირება მზარდი შემოსავლის გარანტია

ქეთი ტაბატაძე

საქართველოს მზარდი ტურისტული პოტენციალი

სასტუმრო ტიპის აპარტამენტები - მსოფლიოში წარმატებული ეს ბიზნეს მოდელი საუკეთესოდ მუშაობს საქართველოშიც, ქვეყანაში, სადაც ტურიზმი შთამბეჭდავი მზარდი დინამიკით ხასიათდება. მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა საქართველოში 2.8 მილიონიდან 6.4 მილიონამდე გაიზარდა. ბაზარზე არსებულ მოთხოვნას წამყვანი ქართული დეველოპერული კომპანია RED-CO ამ 5 წლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში სწორი და მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებებით პასუხობს. პირველივე დღიდან კომპანიამ მიზნად დაისახა ააშენოს და განავითაროს საქართველოს ტურისტული ინფარსტრუქტურა ისე, რომ იგი მიმზიდველი გახდეს ყველაზე მომთხოვნი ინვესტორებისთვის, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - მათთვის, ვისთვისაც თანამედროვეობა, უსაფრთხოება, კომფორტი, ეფექტური მართვა და ხარისხიანი მომსახურება მნიშვნელოვანია.

რატომ შევიძინოთ უძრავი ქონება ახალ გუდაურში?

RED-CO ქმნის და მართავს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც მოაქვს შემოსავალი არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ სასტუმროს მომსახურების მქონე აპარტამენტების და სხვა კერძო საცხოვრებელი თუ კომერციული ობიექტების მფლობელებისთვისაც. იმ პერიოდში. როცა მფლობელები საკუთარ აპარტამენტებში არ ისვენებენ, მათ აღნიშნული უძრავი ქონების სარფიანად გაქირავება შეუძლიათ. სასტუმროს მომსახურების მქონე აპარტამენტების ქსელი, რომელიც RED-CO-ს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია,  შემოსავლის მყარ გარანტიას წარმოადგენს და ამ საქმეში მფლობელების პარტნიორი RED-CO-ს შვილობილი კომპანია RED-CO Management Group-ია. 

RED-CO -ს აპარტ-ოტელში განხორციელებული ინვესტიცია მფლობელებს საშუალებას აძლევს მიიღონ წლიური პასიური შემოსავალი 15-20%-მდე, მაშინ, როდესაც კომერციული ბანკების სადეპოზიტო სარგებელი 5-7%-ს არ აღემატება. ინვესტიციაზე უკუგების მიღებას აპარტამენტების მფლობელები  5-7 წლის ვადაში შეძლებენ. აღნიშნული ვადა დამოკიდებულია  აპარტ-ოტელის დატვირთულობასა და საკურორტო ზონებში სეზონის ხანგრძლივობაზე. მაგალითისთვის, გუდაურში, სადაც დეველოპერი თანამედროვე საბაგირო სადგურ “გონდოლასთან” სიახლოვეს New Gudauri Residences & Spa-ს აშენებს, მაღალ სეზონზე დატვირთულობა 90%-ს აღწევს. ახალი გუდაურის პროექტის ფარგლებში RED-CO აქ 50 ჰექტარზე 27 ახალ შენობას ააშენებს, 2,3,4,5-ვარსკვლავიან სასტუმროებს,  5 ცალკე მდგომ აპარტ-ოტელს 500-მდე აპარტამენტით, New Gudauri Loft 1-ს და New Gudauri Loft II-ს. ტურისტების რაოდენობა გუდაურში ყოველწლიურად 10-20%-ით იზრდება. RED-CO -ს ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად იზრდება ტურისტების ნაკადი ზაფხულის განმავლობაშიც. 2016-2017 წლების სეზონზე გუდაურმა 276,000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა.

ბოლო 5 წელიწადში გუდაურში დამსვენებლების რიცხვი გასამმაგდა, მათ უმრავლესობას კი უცხოელები წარმოდგენენ, რომლებიც საქართველოში დასვენების გარდა უძრავი ქონების შეძენითაც არიან დაინტერესებულები. უძრავ ქონებაში განხორციელებული ინვესტიციები საქართველოში პირველ ადგილზეა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამ მხრივ აქ ყველა პირობა შექმნილია. უძრავი ქონების შეძენისას, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე არ იბეგრება, შენაძენა- გაფორმების ოფიციალურ პროცედურებს კი საქართველოს ადმინისტრაციულ ცენტრებში მხოლოდ 15 წუთი ჭირდება. აღსანიშნავია, რომ $35 000 ინვესტირებისას, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის უფლება გაიცემა. რაც შეეხება კონკრეტულად გუდაურს, უძრავი ქონების ფასები აქ ყოველწლიურად სრწაფი ტემპით მატულობს. ის, ვინც ინვესტირებას ობიექტის პროექტირების ან მშენებლობის პროცესში აკეთებს, ნაკლებს იხდის. შესაბამისად, ასეთი მყიდველი ორმაგად მოგებულია. ახალ გუდაურში ფასები $780-$1500 აშშ დოლარის შუალედში მერყეობს. პროექტის დასრულებამდე Red-co კლიენტებს შიდა უპროცენტი განვადებას სთავაზობს. ასევე, შესაძლებელია ბანკის გრძელვადიანი  იპოთეკური სესხით სარგებლობა. დასრულებულ პროექტში ბინის ყიდვისას კი,  7%-იანი იპოთეკური სესხი ფორმდება, ღირებულების 20-30%-იანი პირველადი შენატანით. არარეზიდენტი მყიდველები შემოსავლის შესწავლის გარეშე იღებენ წლიურ 9%-იან, 3-დან 5 წლამდე იპოთეკურ სესხს, უძრავი ქონების ღირებულების 10-30%-იანი პირველადი შენატანით.

რას მოიცავს Red-co-ს მიერ ახალი გუდაურის განვითარება

New Gudauri Residences & Spa - ეს არის Red-co-ს მართვის ქვეშ გაერთიანებული აპარტ-ოტელების ქსელი,სადაც მოქმედებს სასტუმროს ტიპის მომსახურეობა:  კონსიერჟი, დაჯავშნის სისტემა, 24-საათიანი დაცვა, დახურულ ავტოსადგომები, თხილამურების სათავსოები, ოთახების დალაგების სერვისი, კერძო საცხოვრებელი აპარტამენტების გაქირავების მომსახურეობა დაჯავშნის მოქნილი სისტემა (სურვილისამებრ).სტუმრების გართობისთვის და კომფორტული დასვენებისთვის, ახალ გუდაურში მოქმედებს რამოდენიმე რესტორანი, ბარი და კაფე, ფიტნეს დარბაზები და სპა ცენტრები, საბავშვო ოთახები, საკონფერენციო დარბაზი. ევროპული დონის ინტერიერისა და ექსტერიერის შესაქმნელად, RED-CO -ს ყველა პროექტი მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი არქიტექტორების, დიზაინერების დიდ გუნდთან, მსოფლიოში ცნობილი მაღალი კლასის სასტუმრო ქსელებისა და საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით განხორციელდა. ყველაფერ ამისთვის, კომპანია RED-CO ჯამში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.

რატომ ახალი გუდაური?

RED-CO -ს საცხოვრებელ-დასასვენებელი კომპლექსის ერთერთი მთავარი უპირატესობა მისი ადგილმდებარეობაა, თანამედროვე საბაგირო სადგურ “გონდოლასთან” სიახლოვე მას საინვესტიციოდ კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის, რადგან ეს ერთ-ერთი მნიშნველოვანი ფაქტორია მოთხილამურეთა კომფორტისთვის. ზამთარში გუდაურში შესაძლებელია თხილამურებით და სნოუბორდით სრიალი, პარაგლაიდინგი და ჰელისკიინგი, ვერტმფრებიდან თხილამურებით დაშვება. აქ მოქმედებს 10 საბაგირო 70-კმ-იანი ტრასებით. გუდაური სამოთხეა Free Rider-ებისთვის, მოუმზადებელ ტრასებზე თავისუფალი დაშვების მოყვარულებისთვის. წელიწადის სხვა დროს კი გუდაური დამსვენებლებს სთავაზობს პარაპლანით ფრენას, ცხენით ჯირითს, მთის ველოსიპედებით სეირნობას და საფეხმავლო ბილიკებით ლაშქრობას.

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

ტურიზმის მზარდი დინამიკა გუდაურში და მთლიანად საქართველოში, მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ქვეყნის პოზიციების გამყარების შედეგია. უახლესი საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების შვიდეულშია  (Numbeo Crime Index, 2017), ოცეულშია ბიზნესის კეთების სიმარტივით (Doing Business 2017), მეექვსე პოზიციას იკავებს საუკეთესო ტურისტულ ქვეყნებს შორის (The New York Times).

Red-co-ს აქტოვობები საქართველოს სხვა რეგიონებში

გარდა გუდაურისა, RED-CO -ს პორტფელი მოიცავს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-დეველოპერულ პროექტის საქართველოს მასშტაბით, მათ შორისაა: ბათუმი თაუერი – უნიკალური კომპლექსი, რომელიც მოიცავს 5* სასტმროს Le Méridien Batumi , სამორინეს და 75 ექსკლუზიურ რეზიდენციას; აპარტოტელი ბაკურიანში და საცხოვრებელი სახლი თბილისში.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: