რესქულში უძრავი ქონების შეფასების მეორე კურსი ოქტომბერში დაიწყება | Property Georgia

რესქულში უძრავი ქონების შეფასების მეორე კურსი ოქტომბერში დაიწყება

რესქული შემფასებლის პროფესიით დაინტერესებული მსურველების მეორე ნაკადს მიიღებს. კურსი კვლავ თეორიას + პრაქტიკის ფორმატით ჩატარდება და პრაქტიკული უნარ - ჩვევების პერიოდის განმავლობაში სტუდნეტები გაეცნობიან უძრავი ქონების ზოგად პრინციპებს და მიიღებენ ყველა იმ ძირითად უნარს, რომელიც უძრავი ქონების შესაფასებლად დასჭირდებათ. განურჩევლად იმისა, უკვე აქვთ ამ მიმართულებით გამოცდილება თუ ნულიდან სურთ უძრავი ქონების ინდუსტრიაში კარიერის დაწყება, კურსდამთავრებულები თავისუფლად შეძლებენ თანამედროვე კონკურენტულ გარემოში ინტეგრაციას და დამოუკიდებელ შემფასებლად ჩამოყალიბებას.

რესქული უძრავი ქონების ინდუსტრიაზე ორიენტირებული პირველი სკოლაა, საქართველოში, რომელშიც შეფასების პირველი კურსი გასულ წელს შედგა. შედეგად რესქულს 10 კურსდამთავრებული ჰყავს. ისინი სახელმწფო და კერძო კომპანიების წამყვანი ინტელექტუალური აქტივები არიან და წარმატებით ახერხებენ რესქულში მიღებული გამოცდილებისა და ამაღლებული კომპეტენციის საკუთარ საქმიანობაში გამოყენებას. რესქულის კურსდამთავრებულები ისეთ ორგანიზაცებში არიან დასაქმებულები, როგორებიცაა: შემოსავლების სამსახური, შეფასების ცენტრი და ფინანსური კომპანიები, მათ შორის BIG4 - ის წევრი ერთ - ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი. ერთ - ერთი მათგანი საკუთარ საშემფასებლო კომპანიას უძღვება. ისინი კი, ვისთვისაც ახალი იყო შემფასებლის პროფესია, ამ მიმართულებით სტაჟირებას გადიან უძრავი ქონების საერთაშორისო კომპანიებში.

უნდა აღინიშნოს, რომ რესქულში პროფესიული სწავლება ადგილობრივად მოქმედი მარეგულირებლის მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება და საერთაშორისო ექსპერტების მიერ აღიარებული სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს. რესქულის ტრენერები Colliers International Georgia - ს  უძრავი ქონების ექსპერტები და ამავდროულად, RICS - ის წევრები არიან. მათი მრავალწლიანი გამოცდილება სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ ქართული ბაზრისთვის ტიპიურ მაგალითებს და მსოფლიოს წამყვანი პროფესიული დაწესებულებების მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად შეძლონ ქონების ღირებულების დადგენა.

რესქულის უძრავი ქონების შეფასების კურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. გამოგვყევი აკადემიური განათლების გზაზე, მიიღე ცოდნა, რომელიც ადგილობრივ და მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს და გახდი დამოუკიდებელი შემფასებელი.

 

reschool.ge  | [email protected] | +995322111277

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: