#propertyleaders: საერთაშორისო არქიტექტურულმა ბიურომ AQSO თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა Property Georgia-სთან | Property Georgia

#propertyleaders: საერთაშორისო არქიტექტურულმა ბიურომ AQSO თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა Property Georgia-სთან

AQSO arquitectos წარმოადგენს საერთაშორისო არქიტექტურულ სტუდიას. მისი საქმინობა მოიცავს თანამედროვე არქიტექტურას, დიზაინს, ქალაქგეგმარებას და კულტურულ კვლევებს.

AQSO– სა და Property Georgia-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია განაშენიანებული გარემოს და ეკოსისტემის გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მხარდაჭერა.

Property Georgia გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს AQSO-ს დირექტორთან, ლუის აგუირასთან.

1. როდის ჩამოყალიბდა თქვენი კომპანია და რა სახის მომსახურებას სთავაზობთ თქვენს კლიენტებს?

- „AQSO“ 10 წლის წინ ჩამოყალიბდა. კომპანიის პროდუქტს წარმოადგენს არქიტექტურული მომსახურება და დიზაინერის კონსულტაცია. თავდაპირველად ჩვენ ჩინეთსა და ესპანეთში ვემსახურებოდით კლიენტებს. აზიის ბაზარი იმ პერიოდში ძირეულ გარდაქმნას განიცდიდა და ჩვენ მოგვეცა საინტერესო კონცეფციების განვითარების საშუალება. ამავდროულად ჩვენ ევროპაში უფრო დეტალურ და მცირე მასშტაბის პროექტებს ვახორციელებდით. დღეს ჩვენ ვცდილობთ ამ ორი მიდგომის დაბალანსებას, თუმცა დიზაინი ყოველთვის ჩვენი ყურადღების ცენტრში დგას.

2. რომელ ქვეყნებში არის წარმოდგენილი თქვენი კომპანია? არის თუ არა საქართველო ბიზნესისთვის მიმზიდველი ქვეყანა?

- ჩვენი სტუდიის საქმიანობა თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებზე არის დაფუძნებული. კლიენტები და კონსულტანტები ჩვენთან ძირითადად დისტანციურად თანამშრომლობენ. ჩვენ ყოველთვის იქ ვიმყოფებით, სადაც დიზაინი გვიხმობს. შესაბამისად, ჩვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება კონკრეტული რეგიონებით. ჩვენ მუდმივად ვეძებთ დინამიურ ბაზრებს, სადაც ჩვენი დიზაინი ინვესტორებისა და დეველოპერების საქმიანობას დამატებით ღირებულებას შესძენს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანაა.

3. მოგვიყევით თქვენი პროექტების შესახებ.

- ამჟამად ჩვენი სტუდია ევროპის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში რიგ საინტერესო პროექტებს ახორციელებს. ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენი ექსპერტიზის არეალს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა და მასპინძლობა. ჩვენი მიმდინარე პროექტები მოიცავს მრავალსართულიან საოფისე შენობას, ჰოსპიტალს, ბუტიკის ტიპის სასტუმროსა და საერთო საცხოვრებელს.

4.  თქვენ Property Georgia-სთან გააფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. რა მოლოდინები გაგაჩნიათ ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით?

- ჩვენი სექტორი დამოკიდებულია კონკრეტულ მოთამაშეებს შორის ურთიერთთანამშრომლოვაზე. ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ გაგვაჩნია კომუნიკაციის, იდეების გავრცელებისა და გაცვლის პლატფორმა. Property Georgia-ს ქსელი კი ჩვენ არა მხოლოდ ბიზნესის კუთხით დაგვეხმარება, არამედ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციის პროცესშიც ჩაგვრთავს.

5. რა ცვლილებები გამოიწვია კორონავირუსის პანდემიამ არქიტექტურისა და ურბანული დიზაინის სფეროში?

- პანდემიისა და ბევრ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შედეგად ჩვენ სხვანაირად აღვიქვამთ ჩვენს პირად სივრცეს. ჩვენ აქტიურად ვიყენებთ სატელეკომუნიკაციო არხებს, რომლებსაც ჩვენი ურთიერთობები ფიზიკური სივრცის მიღმა გადაჰყავთ. ამავდროულად, სოციალური დისტანცირების წესებმა პირდაპირი ზეგავლენა იქონიეს იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც საჭიროა ვირუსის შესაკავებლად.

შესაბამისად, გარდაუვალია ტერიტორიულ დონეზე ურბანული და პერიფერიულ დასახლებებს შორის ბალანსის შეცვლა. პანდემიამ გარკვეულ წილად შეზღუდა ქალაქის კომპაქტურობა, სამუშაო ცხოვრების ტრადიციული ბალანსი კითხვის ქვეშ დააყენა და სახლის სივრცის გამოყენების კონფიგურაცია შეცვალა. ჩვენ როგორც არქიტექტორებმა უსაფრთხო დიზაინის შექმნისას ყველა ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, ამავდროულად კი გავაცნობიეროთ, რომ შენობებსა და ქალაქებს უნდა გააჩნდეთ მოქნილობა, რათა მოერგონ მოულოდნელ სიტუაციებს.

propertygeorgia.ge

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: