საჯარო სივრცეების პოსტპანდემიური გარდაქმნა | Property Georgia

საჯარო სივრცეების პოსტპანდემიური გარდაქმნა

Kateryna Pylypchuk- ის მოსაზრება 

ის პანდემიები, რომლებსაც ჩვენ ამ საუკუნეში მოვესწარით, მომავალშიც შეიძლება განმეორდეს. პანდემიის პირობებში ცხოვრება მთელი პლანეტისთვის შეიძლება ნორმალობად იქცეს. საჯარო სივრცეების შესახებ თქვენი შეკითხვა ძალზედ მნიშვნელოვანია, რამეთუ ის უკავშირდება ჯანდაცვისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სისტემებს, რომლებიც სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს დანერგილი ყველა ქვეყანაში. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოხდება პანდემიების ხშირი გამეორების თავიდან აცილება.

პირველი, რაც ჩემი აზრით უნდა გაკეთდეს ყველა ქვეყანაში (ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნეს განხორციელებული მსოფლიოს მასშტაბით), არის ელექტრონული ბიომეტრიული მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც დაფიქსირებული იქნება თითოეული ადამიანის ტესტირების შედეგები როგორც COVID-19-ზე, ისე სხვა ვირუსებზე. ამ ადამიანებს ექნებათ საჯარო სივრცეებზე წვდომა, შეეძლებათ ინტერნეტით ბილეთების შეძენა, მოგზაურობა, სასტუმროებში, თეატრებსა და სავაჭრო ცენტრებში შესვლა, და ა.შ. აღნიშნული ტესტები უნდა იყოს ჩატარებული ასეთ ობიექტებში შესვლამდე არაუმეტეს ორი კვირით ადრე და ყველა ადამიანი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ნორმებს სხვა პირებთან კონტაქტში ყოფნის მიმართებაში (ე.ი. ამ პირებს ასევე უნდა გააჩნდეთ შესაბამისი ტესტების შედეგები). ამ სისტემის დანერგვას ესაჭიროება ყოველივე შემდეგი:

- ხალხს უნდა გააჩნდეს წვდომა ტესტებზე;

- ტესტების შედეგები უნდა დაფიქსირდეს დისტანციურად და ელექტრონულად;

- იმისთვის, რომ არ იყოს საჭირო ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტესტის ჩატარება, ეს შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი სისტემა, სადაც კონტაქტები დაფიქსირდება მობილური აპლიკაციების მეშვეობით (თქვენს ახლოს მყოფ პირთა კოდების დასკანირებით).

სახელმწიფომ ასევე უნდა შემოიღოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ბარიერები ყველა საჯარო სივრცისა და შენობის შესასვლელში, სადაც მოხდება ადამიანებისთვის სიცხის გაზომვა და ტესტების შედეგების შემცველი ელექტრონული პირადობების დასკანირება.

დროებითი გადაწყვეტილებების სახით შეიძლება საჯარო სივრცეების, საერთო სამუშაო სივრცეებისა და სპორტული კლუბების ისეთ ობიექტებად გარდაქმნა, სადაც ადამიანებს კარანტინის პერიოდში შეეძლებათ ვარჯიში ან ცალკე მუშაობა. ამისთვის შესაძლებელია გამჭვირვალე ან სპეციალური მასალებისგან დამზადებული ტიხრების გამოყენება, რომლებიც ადამიანებს საშუალებას მისცემენ, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი კომფორტულად იგრძნონ. ასეთი გადაწყვეტილებების უზრუნველყოფა შეუძლიათ მეწარმეებს (არა სახელმწიფო დონეზე, არამედ დამატებითი ღირებულების სახით).

დავუშვათ, კარანტინი 6-8 თვეს გასტანს, თუმცა ამ პერიოდში ხალხს გარკვეული დროით გარეთ გასვლა შეეძლება. ფსიქოლოგიურად, ადამიანები კარანტინის დროს ირჩევენ უსაფრთხოებას (იზოლაციას, დაცვას). ამავდროულად, მათ მოენატრებათ ფიზიკური კომუნიკაცია და ხალხთან შეხვედრები. დამატებითი ღირებულების სახით, ასეთი ადამიანებისთვის შესაძლებელია საჯარო სივრცეებში სიმულატორების მოწყობა, სადაც VR-სათვალეების მეშვეობით მათ ვირტუალურად შეეძლებათ ველოსიპედით სეირნობა ან იმ მეგობრებთან შეხვედრა, რომლებიც იგივე ტექნოლოგიას გამოიყენებენ.

 

სასტუმროები:

- ნომრების დაჯავშნა შეეძლებათ მხოლოდ მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულ, ჯანმრთელ ადამიანებს;

- ყველა ვიზიტორს შესასვლელში გაეზომება სიცხე;

- ყველა ნომერში განთავსდება უსაფრთხოების სპეციალური ნაკრები სტუმრებისთვის;

- აბაზანაში ანტისეპტიკური ხსნარის განთავსება მოცული იქნება ჰიგიენის მინიმალურ სტადარტებში;

- სპეციალური გადაწყვეტილებები შიდა კომუნიკაციისთვის, რათა სტუმრები დაცული იყვნენ ნებისმიერი ვირუსის ეფექტისგან;

- ჯანმრთელობის უსაფრთხოების პროტოკოლები სასტუმროს პერსონალისა და სტუმართა ზოგადი უსაფრთხოებისთვის.

 

თეატრები და კინოთეატრები:

- სოციალური დისტანცირება დარბაზში (ადგილებს შორის უნდა იყოს სულ მცირე 1.5 მ მანძილი);

- სუნთქვის სივრცის გამყოფი სპეციალური მოწყობილობები და ხელთათმანები, ან სპეციალურად გამოგონებული ხსნარი / სპრეი, რომელიც 2-3 საათის მანძილზე დაიცავს ხელებს ინფექციისგან (ასეთ შემთხვევაში აღარ იქნება საჭირო ადგილებს შორის დიდი მანძილის დაწესება);

- წარმოდგენის წინ მსახიობების ტესტირება და მხოლოდ ჯანმრთელი მსახიობების დაშვება.

 

სავაჭრო ცენტრები:

- სოციალური დისტანცირება სუპერმარკეტებში „მომხმარებელთა მარშრუტების“ შექმნის მეშვეობით; წინასწარ აწონილი და დაფასოებული პროდუქტები, რომლებიც შეამცირებენ მათი შერჩევისა და შეძენის დროს; ქუჩების მსგავსად „შუქნიშნების სისტემის“ დაწესება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში „მომხმარებელთა მარშრუტიდან“ გადახვევის და ამავდროულად სხვა ადამიანებთან კონტაქტის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

- უსაფრთხოების ნაკრების (ხელთათმანების, ნიღბის, ანტისეპტიკური საშუალების) დარიგება შესასვლელში;

- მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორება სალაროებთან.

 

ბანკები:

- მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში მუშაობა;

- კლიენტებისგან ნაღდი ფულის დაბრუნება და ელექტრონულ ფულში გადაყვანა;

- სპეციალური ბანკომატები, რომლებიც ნაღდ ფულს ჩაიბარებენ;

- ბანკები აღარ უნდა წარმოადგენდნენ საჯარო სივრცეს. კლიენტებთან პირადი კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში, და მხოლოდ გამონაკლისის სახით (მონაცემთა ბაზაში შემოწმების გავლის შემდგომ) პირისპირ.

 

სკოლები, უნივერსიტეტები და საბავშვო ბაღები:

- ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალი სტანდარტები ობიექტების ტერიტორიაზე: ანტისეპტიკური საშუალებები ყველა საკლასო ოთახის შესასვლელში; ოთახების რეგულარული დასუფთავება; ხელთათმანებისა და ნიღბების, ან სხვა დამცავი საშუალებების გამოყენება;

- მასწავლებლების რეგულარული ტესტირება (სიხშირე უნდა იქნას დაწესებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ);

- მოსწავლეების რეგულარული ტესტირება;

- სწავლის კომბინირებული მოდელი (ფიზიკური და ონლაინ-გაკვეთილები). სწავლის მეთოდების შეცვლით საბოლოო ჯამში არაფერი უნდა შეიცვალოს როგორც სტუდენტებისთვის/მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის;

 

ჩემი აზრით, პანდემიის შემდეგ ცხოვრება შეიცვლება სამუდამოდ. ახალმა გამოგონებებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ადამიანებისთვის ცხოვრება უსაფრთხო და სასიამოვნო, ბიზნესისთვის კი - მომგებიანი იქნება.

P.S. დადგა სოციალური მეწარმეობის დრო. ყველა მოდელს საშუალება ექნება, მოაგვაროს ის დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენი პლანეტა ამჟამად დგას, ამავდროულად კი სარგებელი მოუტანოს ბიზნესებს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: