საქართველო 7 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელსაც ტურისტული მიმართულების პოტენციალი აქვს | Property Georgia

საქართველო 7 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელსაც ტურისტული მიმართულების პოტენციალი აქვს

პანდემიის პერიოდში მთელი მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის კრიზისშია, თუმცა დღეს ყველა ემზადება ვიზიტორების მასპინძლობისთვის მას შემდეგ რაც მოხდება საზღვრების გახსნა. ის ქვეყნები, რომლებიც ნაკლებად დაზარალდნენ პანდემიის პერიოდში, უფრო მეტი შესაძლებლობა და პოტენციალი გააჩნიათ, რომ ამ ქვეყნებმა ტურიზმის სექტორში წამყვანი ადგილი დაიკავონ. სწორედ ამასთან დაკავშირებით Forbes-ი ასახელებს იმ 7 ქვეყანას, რომელთაც წამყვანი ტურისტული მიმართულების პოტენციალი აქვთ, ამ შვიდეულში კი საქართველოც მოხდა. ამერიკული გამოცემა, საქართველოსთან ერთად ასახელებს შემდეგ 6 ქვეყანას : მიანმარს, ეთიოპიას, ფილიპინებს, სლოვენიას და ტუნისს.  

"საქართცელო ცნობილია კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე იდეალურ მიმართულებად. მოგზაურობა უნდა დაიწყოთ ქვეყნის დედაქალაქ თბილისიდან, რომელიც მომხიბვლელი ქალაქია და სადაც რიყის ქვით ნაშენებ ძველ უბანს იხილავთ, რომელიც სავსეა უძველესი ტაძრებით და რესტორნებით მდინარე მტკვრის ნაპირზე. მაშინ როდესაც საქართველოს ურბანული ნაწილი წარმტაცია, არ უნდა გამოგრჩეთ ქვეყნის ბუნებრივი სილამაზეების ნახვა – მინდვრები და იდეალური მცირე ზომის ქალაქები დასავლეთში აუცილებლად სანახავია. არ დაგავიწყდეთ თქვენი წილი ღვინის მიღებაც. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძველი ღვინის ქვეყანაა დედამიწაზე“, – წერს Forbes-ი საქართველოზე. 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: