საქართველო "რეგუსის" სხვა ქვეყნების ფილიალებს შორის, ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად დასახელდა | Property Georgia

საქართველო "რეგუსის" სხვა ქვეყნების ფილიალებს შორის, ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად დასახელდა

"ჩემთვის როგორც რეგუსის წარმომადგენლისთვის, საამაყოა, რომ წინა წლის შედეგების მიხედვით, საქართველო რეგუსის სხვა ქვეყნების ფილიალებს შორის, ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად დასახელდა" – ამის შესახებ ბრიტანული კომპანია "რეგუსის" საქართველოს ფილიალების მენეჯერმა რუსკა ჩაკვეტაძემ განაცხადა

"რეგუსი" ამჟამად საქართველოში ორი ფილიალით არის წარმოდგელინილიკომპანიამ პირველი A კლასის ბიზნესცენტრი თავისუფლების მოედანზე გასული წლის 22 მაისს გახსნა, რამაც მომხმარებლის მიერ სერვისისადმი დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია. შესაბამისად, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, "რეგუსმა" ახალი ფილიალი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ბიზნესცენტრ "BCV"–ში გახსნა.

"ეს წარმატება შესაძლებელი გახდა, ჩვენი ერთგული მომხმარებლების, პარტნიორების, ჩემი ადგილობრივი და საერთაშორისო გუნდის დახმარებით. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას!" - განაცხადა რეგიონალურმა მენეჯერმა რუსკა ჩაკვეტაძემ.

სპეციალურად ახალი ცენტრის გახსნის ცერემონიალისთვის ჩამოსული გახლდათ "რეგუსის" რეგიონალური დირექტორი ბატონი კორი ტომპსონი.

"ქართულმა ბიზნესგარემომ ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბაზარმა ასე მალე აითვისა და შეიყვარა ჩვენი სერვისი. მომავალი წლისთვის ვგეგმავთ კიდევ ორი ცენტრის გახსნას." – აღნიშნა მან.

"რეგუსი" სერვისოფისების უმსხვილესი პროვაიდერია, რომელიც მომხმარებელს საუკეთესო სერვისს, კომფორტულად მოწყობილ ოფისებს, მარტივ  გადახდის პირობებს, თანამედროვე და დაცულ IT ინფრასტრუქტურას, უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს, გლობალურობასა და მობილურობას სთავაზობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით

რეგუსს ამჟამად 120-ზე მეტი ქვეყნის და 900-ზე მეტ ქალაქში 3000 ცენტრი აქვს

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: