2019 წელი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო "საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციისთვის". აღსანიშნავია, რომ "ამერიკის რეალტორთა ასოციაციის" (NAR) მხარდაჭერამ განსაკუთრებული როლი ითამაშა დასახული მიზნების შესრულებაში, რაც აისახა უძრავი ქონების სექტორის და საბროკერო მომსახურების განვითარებაში საქართველოში.
2019 წლის მთავარი წარმატება იყო 29 ადგილობრივი REALTOR®-ის რეგისტრაცია. შეგახსენებთ რომ, REALTOR® არის:
" უძრავი ქონების პროფესიონალის გამსაზღვრელი რეგისტრირებული საერთო სამარკო ნიშანი "ამერიკის რეალტორთა ასოციაციის წევრებისთვის" და ხელმძღვანელობს მისი მკაცრი ეთიკის კოდექსით." - რეალტორთა ეროვნული ასოციაცია.
როგორც NAR- ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში, "უძრავი ქონების ასოციაციას" აქვს ლიცენზია დაარეგისტრიროს ადგილობრივი რეალტორები. შესაბამისად, პირველად საქართველოს ისტორიაში, პროფესიონალი ბროკერები დარეგისტრირდნენ ერთი სამარკო ნიშნის ქვეშ. თითოეული დარეგისტრირებული რეალტორი ვალდებულია შეასრულოს ეთიკური მოვალეობები კლიენტებთან, მომხმარებლებთან, საზოგადოებასთან და ერთმანეთთან. რეალტორი ნებაყოფლობით ეთანხმება პროფესიული ქცევის მაღალ სტანდარტს და მუდმივად ესწრება ტრენინგებსა და სასწავლო სესიებს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო საფუძველზე.
ქართველ რეალტორებს აგრეთვე აქვთ წვდომა რეალტორთა უდიდეს ქსელთან; NAR-ის გაერთიანება გლობალური მასშტაბით 1.6 მლნ წევრისგან შედგება . უძრავი ქონების სფეროში ლიდერებთან კავშირის დასამყარებლად და გამოცდილების გასაზიერებლად არსებობს ყოველწლიური კონფერენცია და ექსპო. აღსანიშნავია აქ რომ, NAR-ი ძალიან დიდ რესურსს უთმობს წევრ ასოციაციების განვითარებასაც. ერთ-ერთი ასეთი რესურსი არის Leonard P. Reaume Foundation-ის ფონდი, რომელმაც "საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციას" გამოუყო გრანტი ახალი საგანმანათლებლო პროგრამისთვის.
შედეგად, 2020 წელი ისევე პერსპექტიულად გამოიყურება, როგორც 2019! ჩვენ კვლავ ვიქნებით „ხმა უძრავი ქონების ბროკერებისთვის“, და ვიმედოვნებთ რომ, FIABCI GEORGIA -სთან ერთად, ახალი გაერთიანებით და საერთო ძალისხმევით, ჩვენ უკეთ გავუმკლავდებით ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებს და საქართველოს განვუმტკიცებთ პოზიციებს ‘უძრავი ქონების მსოფლიო რუკაზე’. ყველას გისურვებთ 2019 წლის წარმატებულად დასრულებას და ნაყოფიერ 2020 წელს.