საქართველოში დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი EU4Climate - ევროკავშირი კლიმატისთვის | Property Georgia

საქართველოში დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი EU4Climate - ევროკავშირი კლიმატისთვის

 

პროექტი EU4Climate აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში შესრულდება. მისი მიზანია კლიმატთან დაკავშირებული პოლიტიკისა და კანონმდებლობის გაუმჯობესება და კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შემცირება.

ექვსივე ქვეყანაში პროექტი EU4Climate გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით და ეროვნულ მთავრობებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი შედგებ ევროკავშირის დაფინანსებისგან (8 მილიონი ევრო) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებისგან (800 ათასი ევრო). 

„საქართველოს მთავრობა მიესალმება საერთაშორისო თანამშრომლობას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. “ყველა სექტორში აქტიური ძალისხმევის შედეგად საქართველო შეძლებს პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას და 2030 წლისათვის სათბური გაზების ემისიების 40%-იან შემცირებას 1990 წლის დონის მიმართ“.  

„კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა ალექსანდრე დარასმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორმა. „ახალი პროექტის ფარგლებში ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებაში და პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენ ხელს შევუწყობთ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას და გარემოსა და ადამინებზე უარყოფითი გავლენის შემცირებას“. 

ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ხაზი გაუსვა, რომ კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებული ძალისხმევა ხელს უწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას.

„კლიმატის ცვლილება მყისიერ და გონივრულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, იქნება ეს ტყეების შენარჩუნება, თუ წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ავტომობილების ხმარებიდან ამოღება“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა. „UNDP-ის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ განვითარების მწვანე გზას მრავალმხრივი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის ეკონომიკური ზრდის წახალისებისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით“.

ევროკავშირის პროექტი EU4Climate ხელს შეუწყოს საქართველოს მთავრობას პარიზის შეთანხმების ფარგლებში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესახებ ინფორმაციის განახლებაში და გაეროს კლიმატის კონვენციით განსაზღვრული სტრატეგიების შემუშავებაში. გარდა ამისა, საქართველოში ჩამოყალიბდება გაზომვის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის ეროვნული სისტემა, რომელიც პარიზის შეთანხმების შესრულებას შეუწყობს ხელს. 

პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველო შეძლებს კლიმატის ძალისხმევისათვის საჭირო სახსრების მოპოვებას და კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ზომების დაგეგმვას. 

ევროკავშირის პროექტი EU4Climate აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წარსულში შესრულებული ინიციატივების შედეგებს ეყრდნობა. მათ შორისაა მასშტაბური რეგიონული პროგრამა ClimaEastრომელიც 2013 - 2017 წლებში კლიმატის ცვლილებთან ადაპტაციის ზომების გატარების მიზნით განხორციელდა. საქართველოში პროგრამამ ClimaEast ხელი შეუწყო ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებში განლაგებული საძოვრების რეაბილიტაციასა და შენარჩუნებას.            

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: