საქართველოში პირველი „ლე მერიდიენის“ ბრენდის სასტუმრო ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა | Property Georgia

საქართველოში პირველი „ლე მერიდიენის“ ბრენდის სასტუმრო ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოში პირველი „ლე მერიდიენის“ ბრენდის სასტუმრო ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა!

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ, როგორც მთავრობის, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მედია საშუალებები.

„ლე მერიდიენი“ დიზაინზე ორიენტირებული „მარიოტის“ ქვეშ მოქმედი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროა, რომელიც 35-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში „ლე მერიდიენის“ ბრენდის სასტუმროს შემოყვანა წამყვანი დეველოპერული კომპანიის „რედკოს“ სახელს უკავშირდება. აღსაღნიშნავია, რომ პროექტის ღირებულება 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. გვჯერა, რომ მსგავსი მასშტაბების და დონის ბრენდის შემოყვანა დადებითად აისახება რეგიონის ტურისტულ იმიჯზე და თავის წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარების საქმეში.

„ლე მერიდიენ ბათუმი“ უნიკალური არქიტექტურის მქონე, კავკასიაში ყველაზე მაღალ შენობაში „ბათუმი თაუერშია“ განთავსებული და სტუმრებს ზღვისპირა გამორჩეულ ლოკაციას, მაღალი დონის ინფასტრუქტურას და 105 სხვადასხვა კატეგორიის ულტრათანამედროვე, კომფორტულ და დახვეწილი ინტერიერის მქონე სასტუმრო ნომერს სთავაზობს.

"ჩვენი სასტუმრო და პერსონალი სრულ მზადყოფნაშია სასიამოვნო მოულოდნელობებით აღსავსე, ევროპული შარმითა და ელეგანტურობით გაჟღენთილი მოგზაურობის გამოცდილებით გაგანებივროთ".

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: