საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია “ენერგოეფექტური მშენებლობა” ჩატარდება | Property Georgia

საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია “ენერგოეფექტური მშენებლობა” ჩატარდება

www.propertygeorgia.ge

28 მარტს, 9:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიხსნება ენერგოეფექტურობის საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია “ენერგოეფექტური მშენებლობა”. ღონისძიების ორგანიზატორია უძრავი ქონების #1 ჰაბი www.propertygeorgia.ge (Property Georgia) და პასუხისმგებლიანი უძრავი ქონების საინვესტიციო საბჭო - საქართველო. თანაორგანიზატორია ინოვაციურიბი ბიზნეს გადაწყვეტილებების ცენტრი C4IBS (Center for Innovative Business Solutions). კონფერენციის მხარამჭერია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “ფონდი მწვანე ზრდისთვის” (GGF).

საერთაშორისო კონფერენციას “ენერგოეფექტური მშენებლობა” გახსნის მაია ცქიტიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვინსენტ რეი, “ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში”, პროექტების განყოფილების უფროსი. ღონისძიებას დაესწრებიან წარმომადგენლები სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, დიპლომატიური კორპუსიდან, სამშემენებლო-დეველოპერული კომპანიებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და პროფილური საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

ასენ მაკედონოვი, "უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის" (FIABCI) მსოფლიო პრეზიდენტი ენერგოეფექტურობის სარგებელზე და კონფერენციის მნიშვნელობაზე:

"შენობების და მშენებლობის გლობალური ასოციაციის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში CO2-ის ემისიის 20% სამშენებლო სექტორზე მოდის, რომლის 60%-იც ელექტრო და გამათბობებლი სისტემების ხარჯზეა. მშენებლობა ყველა სხვა სექტორზე მეტ ენერგიას მოიიხმარს. ეს განსაკუთრებით ცხადი ხდება პოპულაციის და შესაბამისად ურბანიზაციის ზრდასთან ერთად, რაც საბოლოო ჯამში ენერგიის მოხმარების ზრდაში აისახება. შესაბამიად, ამ კონფერენციის მიზანი მაღალი ინტერესის საგანია, რადგან ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება ბენეფიტებს იძლევა რამდენიმე მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური თუ გარემოს დაცვის კუთხით მიღებული სარგებელი."

არსენ კარაპეტიანი, გაეროს განვითარების პროგრამის (სომხეთის ოფისი) ეროვნული ექსპერტი საცხოვრებელი პოლიტიკის და მრავალბინიანი აპარტამენტტების მშნებლობის მართვის საკითხებში:
“ბოლო წლების განმავლობაში ენერგოეფექტურობა მშენებლობაში სარგებლის მომტან თემად ჩამოყალიბდა, რომელიც მილიონობით ადამიანს ეხება მსოფლიო მასშტაბით. ეს საკითხი გამოვწვევა გახდა სამშენებლო და ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე მოღვაწე მთავარი მოთამაშეებისთვის. უამრავ არქიტექტორს, დიზაინერს, მშენებელს, ინჟინერს, პროექტ-მენეჯერს, დეველოპერს თუ ვენდორს უწევს სწრაფად შეისწავლოს ტექნოლოგიების, უნარების და ცოდნის ცვალებადი ტრენდები.”

ლოიდ სტივენსი, “ფონდი მწვანე ზრდისთვის” (GGF)-ის მრჩეველი კომპანიის Finance In Motion-ის დირექტორი: მშენებლობაში ენერგოეგექტური ღონისძიებების პრომოუშენი ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რითაც “ფონდი მწვანე ზრდისთვის” რეგიონში სამშენებლო სექტორის მდგრადი განვითარების მხარდაჭერას ახორციელებს. მოხარული ვართ, რომ გავხდით ამ კონფერენციის პარტნიორები, რომელიც აღნიშნული ღონისძიებების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და სექტორში ენერგოეფექტურობის განვითარებისთვის შესაბამის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთამაშეებს აერთიანებს. ეს სწორედ ის ინიციატივაა, რაც საქართველოს უძრავი ქონების სექტორს ესაჭიროება.”

ქართველ პრეზენტატორებთან ერთად, კონფერენციის “ენერგოეფექტური მშენებლობა” სპიკერები არიან ენერგოეფექტურობის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები:

- “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” (EBRD)
- “გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა” (UNDP)
- წამყვანი საერთაშორისო საბროკერო კომპანია Colliers International Georgia
- “უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია” FIABCI, The International Real Estate Federation
- ენერგოეფექტურობის ესტონური საკონსულტაციო კომპანია Pro Advice OU
- MACS Energy & Water GmbH
- კოპენჰაგენის ენერგოეფექტურობის ცენტრი

ღონისძიების ფარგლებში, გლობალური კომპანიების წარმომადგენლები ისაუბრებენ შენობების სერტიფიცირების მოდელებზე და ასევე გზებზე, თუ როგორ ავაშენოთ ენერგოეფექტური შენობები და როგორ ვაქციოთ ძველი მშნებელობები ენერგოეფექტურად.

მედია კონტაქტი:

(+995) 595 300505 ლიკა ქარდავა, დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

(+995) 599 253 061 ქეთი ტაბატაძე, მმართველი პარტნიორი

[email protected];
[email protected];

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: