სამშენებლო კომპანია არქიმ 30 000 ლარი გამოყო კორონა ვირუსთან საბრძოლველად | Property Georgia

სამშენებლო კომპანია არქიმ 30 000 ლარი გამოყო კორონა ვირუსთან საბრძოლველად

სამშენებლო კომპანია არქიმ გადაწყვიტა 30 000 ლარის გამოყოფა კორონა ვირუსთან საბრძოლველად, რომელიც გადაირიცხება შესაბამის ორგანიზაციებსა თუ ფონდში. 

არქის დამფუძნებელი ილია წულაია აცხადებს- „მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია არის მზად თანხები გაიღოს ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ბევრი კომპანია შემოგვიერთდება და ერთად შევძლებთ დავეხმაროთ ქვეყანას კორონა ვირუსის დროულად დამარცხებაში“.

არქი ითვალისწინებს კორონა ვირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და მუშაობას განაგრძობს დისტანციურად. არქიმ გადაწყვიტა, რომ შეემუშავებინა პროცესები, რომლითაც მომხმარებლებს შესაბამის მომსახურბებს გაუწევდა შეფერხების გარეშე. იმ პირებს, რომლებსაც სურთ ბინის შეძენა, მათთვისაც მარტივი პროცედურები შეიქმნა, ისინი შეძლებენ დისტანციურად გაესაუბრონ პერსონალურ მრჩეველს, გაეცნონ არქის პროექტებს და სახლიდან გაუსვლელად მარტივად შეიძინოს ბინა.

არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი აცხადებს, რომ კომპანიაში ტარდება შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები, რაც რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული. არქის თანამშრომელთა 80 % დისტანციურად მუშაობს, თუმცა ყოველდღიურად იქნება მორიგე პერსონალური მრჩეველი, რომელიც საჭიორების მიხედვით შეხვდება მომხმარებელს. 

არქიში მშენებლობები მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში და აცხადებენ, რომ ყველა პროექტი დასრულდება დათქმულ დროს. მშენებლობაზე ასევე დაცულია უსაფრთოხებისა და სანისტარული ნორმები

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: