სამზარეულოს გეგმარება და დიზაინი | Property Georgia

სამზარეულოს გეგმარება და დიზაინი

Property Design - ის გაყიდვების აღმასრულებელი მენეჯერის ეკა ნაჭყებიას საინტერესო რჩევები სამზარეულოს გეგმარებასა და დიზაინზე:

"სამზარეულოს პროექტირებისას მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინება აუცილებელია არა მხოლოდ მათთვის ვინც აპროექტებს ან ყიდულობს,არამედ ვინც სახლს აშენებს.ანუ სწორად აღებული კონსულტაცია იძლევა საშუალებას ნაკლები პრობლემა შეექმნას ბინის მეპატრონეს, სამზარეულოს გეგმარების და დიზაინის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა ერთ ბლოგში ყველაფერს ვერ განვიხილავთ,მაგრამ ვეცადე უმნიშვნელოვანესი დეტალები,რაც დრომ და გამოცდილებამ დააგროვა თქვენთვის გამეზიარებინა.

ყურადღება შევაჩეროთ მნიშვნელოვან თუმცა ერთი შეხედვით ბანალურ დეტალებზე ,რომლებიც შემდგომში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასურველი პროდუქტის მიღების კუთხით. დეველოპერულმა კომპანიამ რომელიც საცხოვრებელ სახლს აშენებს,აუცილებელია კონსულტაცია გაიაროს დიდი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსთან (სამზარეულოს პროექტირების სპეციალისტი-კონსულტანტი და პლიუს კვალიფიციური ამწყობი) თავიდანვე სწორი მიდგომა თითოეულ დეტალთან მიმართებაში,არსებობს სტანდარტი ტექნიკური დეტალების გამოყენების და ეს მნიშვნელოვანია.(რა სიმაღლეზე და ა.შ. უნდა მივიდეს გაყვანილობა) რომ შემდეგი ეტაპი როცა რეალურად ყველას თავის სურვილზე მორგებული სამზარეულო დაუპროექტოთ , ნაკლები პრობლემა შეიქმნას. კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით Your Design

 

propertygeorgia.ge


რაც შეეხება სიტუაციას როცა ბინა შევიძინეთ და არის არსებული სამზარეულო რომელიც გვინდა შევცვალოთ და მოვარგოთ ჩვენს მიერ შერჩეული და ჩვენი გემოვნების გათვალისწინებით დაპროექტებული კომპოზიცია:რაც დაგვხვდა არსებული შეიძლება გამოვიყენოთ აგარაკზე ან ა.შ. ამ შემთხვევაშიც თავიდან გათვალისწინებული სწორი მიმართულება გაყვანილობის,დაგვეხმარება იმაში რომ მეტი ფანტაზია და კრეატივი გამოვიყენოთ . თუ თავიდანვე გათვალისწინება გარკვეული დეტალების არ მოხერხდა,კონსულტაცია ჩვენთან დაგეხმარებათ უკეთ და სწორად დაპროექტებაში.

პირველი კითხვა როცა ვიწყებთ სამზარეულოს პროექტირებას, რა დატვირთვის იქნება და რა რაოდენობის ოჯახის წევრებს უნდა მოემსახუროს. ეს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რადგან არსებობს გარკვეული სტანდარტები მაგ.სამუშაო მაგიდის სიმაღლე და ა.შ.

როდესაც აუცილებლად გვინდა სამუშაო სივრცე ე.წ. კუნძულის სახით,მნიშვნელოვანია ასევე კარგად გავარკვიოთ სივრცე რის საშუალებას გვაძლევს,თუმცა არა მხოლოდ სივრცე,რა უფრო კომფორტულია ჩვენთვის,კუნძული როგორც სამუშაო მაგიდა თუ კუნძული როგორც სამზარეულოში საუზმისთვის განკუთვნილი ადგილი ან ორივე ერთად. ეს მნიშვნელოვანია რადგან აქაც სწორად გეგმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორ ჯობია დავაპროექტოთ სამზარეულო რომ მეტი სათავსო გვქონდეს. თუ სამზარეულოს ფართი დიდია ვეცადოთ სამზარეულო დავაპროექტოთ ფრაგმენტებად,რომ უაზროდ გრძელი ან ბევრი სათავსოების გროვა არ გამოვიდეს. თუ სამზარეულოს ფართობი პატარა ზომის არის, მთავარია სივრცის და დეტალების სწორი დაგეგმარება და ფერთა გამა,რომ შეიქმნას კომფორტული გარემო. ეს ძალიან მცირე მაგრამ თავიდანვე გასათვალისწინებელიდეტალები,მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ერთად დასაგეგმი .ერთად შევქმნათ შენი სამზარეულო."

 შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე: [email protected]

propertygeorgia.ge

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: