"სეუ დეველოპმენტი" 2019 წელს 2 ახალი სამშენებლო პროექტის განხორციელებას დაიწყებს | Property Georgia

"სეუ დეველოპმენტი" 2019 წელს 2 ახალი სამშენებლო პროექტის განხორციელებას დაიწყებს

დეველოპერული კომპანია "სეუ დეველოპმენტი" 2019 წელს ჯიქიას 7 ნომერში პროექტის მშენებლობას დაასრულებს. 

პირველ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც ასამდე ბინას იტევს, ახალმოსახლეობას წინასაახალწლოდ რამდენიმე ოჯახი უკვე აღნიშნავს. 

ჯიქიას 7 ნომერში საკუთარ ბინებს კომპანია 2019 წელს დასრულებული სახით 200-მდე ოჯახს ჩააბარებს; მომავალ წელს 3 კორპუსის მშენებლობა უნდა დასრულდეს. 

"სეუ დეველოპმენტში" ორი ახალი სამშენებლო პროექტის დაწყებასაც აანონსებენ. როგორც კომპანიაში BM.Ge-თან განმარტავენ, 2019 წელს ერთი მშენებლობა დედაქალაქის ცენტრალურ რაიონში დაიწყება, ერთი კი - გარეუბანში; ჯამში, ახალი პროექტი 500-მდე ბინას მოიცავს. 

ამასთან, კომპანიის მენეჯმენტი 2018 წელს "სეუ დეველოპმენტისათვის" საკმაოდ წარმატებულად აფასებს. 

26 ნოემბერს, უკრაინაში გამართულ აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფორუმზე და დაჯილდოებაზე - EEA Real Estate Forum & Project Awards "სეუ დეველოპმენტის" საცხოვრებელმა კომპლექსმა ჯიქიას 7 ნომერში - წლის საუკეთესო საცხოვრებელი პროექტის ნომინაციაში გაიმარჯვა. 

აღმოსავლეთ ევროპის ფორუმზე, რომელიც მეოთხე წელია იმართება, სხვადასხვა ქვეყნებიდან შერჩეული ჟიური უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე კომპანიების პროექტებს აფასებს და წლის საუკეთესო დეველოპმენტებს ავლენს. 

წელს საქართველოდან ჟიურის წევრებად და სპიკერებად მიწვეულნი იყვნენ ირაკლი კილაურიძე, Colliers International Georgia-ს ხელმძღვანელი და Property Georgia-ს მმართველი პარტნიორი ლიკა ქარდავა იყვნენ მიწვეულები.

ინფორმაცია სიახლის შესახებ მოგვაწოდა bm.ge ავტორი: ანნა ლაპიაშვილი

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: