სეუ დეველოპმენტის საერთაშორისო აღიარება | Property Georgia

სეუ დეველოპმენტის საერთაშორისო აღიარება

SEU Development • სეუ დეველოპმენტი -ს პირველმა საცხოვრებელმა კომპლექსმა - მწვანე ეზო - 23 ნოემბერს, უკრაინაში გამართულ აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფორუმზე და დაჯილდოვებაზე EEA Real Estate Forum & Project Awards  პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და მიიღო ჯილდო წარმატებული გაყიდვების ნომინაციაში.

„ჩვენთვის სასიხარულო და საამაყოა ეს ჯილდო. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მომავალი მაცხოვრებლების ამხელა ნდობა მივიღეთ. ეს პირველ რიგში მათი დამსახურებაა. „მწვანე ეზო“ ჩვენი პირველი საცხოვრებელი პროექტია, რომელიც წლის ბოლოს სრულდება. 109 ბინა 4 თვეში სრულად გაიყიდა. თუ გავითვალისწინებთ აღნიშნული ფორუმის პრესტიჟულობას და მონაწილე დეველოპერული კომპანიების რაოდენობას, ეს აღიარება ორმაგ პასუხისმგებლობას გვმატებს. აქვე მადლობას გადავუხდით საქართველოში ჩვენს პარტნიორს propertygeorgia.ge-ს.“- აცხადებენ კომპანიაში.

„მწვანე ეზოს“ გარშემო განაშენიანებულია მრვალწლიანი ნარგავებით გამწვანებული სარეკრეაციო ზონა. ტერიტორია გამორჩეულია თავისი ლოკაციით, რადგან შენობა განთავსებულია ურბანული ხმაურისგან მაქსიმალურად შორს, ხოლო გარემო ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია. კომპლექსი მოიცავს საბავშვო მოედანს, 24 საათიან ფიტნეს ცენტრს, ლობის, კომერციულ და საოფისე ზონებს, ოთხ სართულიან მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომს. განხორციელებული ინვესტიცია 8 მილიონი ლარია.

სეუ დეველოპმენტი დეველოპერულ ბაზარზე 2014 წლიდან შემოვიდა, კომპანიის გამოცდილი, მუდმივ განვითარებაზე მზრუნველი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ნერგავს მშენებლობის მაღალ სტანდარტს, მშენებლობაში იყენებს ინოვაციურ და თანამედროვე მიდგომებს ევროპული სტანდარტების შესაბამისად. 

Property Georgia

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: