შემოსავლის მომტან უძრავ ქონებაში ინვესტიცია 10%-იანი წლიური უკუგებით - Colliers international Georgia-ს ახალი პროდუქტი | Property Georgia

შემოსავლის მომტან უძრავ ქონებაში ინვესტიცია 10%-იანი წლიური უკუგებით - Colliers international Georgia-ს ახალი პროდუქტი

Colliers International Georgia ახალ საინვესტიციო პროდუქტს - გაქირავებულ უძრავ ქონებაში ინვესტირებას სთავაზობს მომხმარებელს. შემოსავლის მომტან ქონებაში თანხის დაბანდებით დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებსაც ინვესტირებისთანავე სურთ უკუგების მიღება, შესაძლებლობა ექნებათ პრემიუმ ლოკაციებზე მდებარე კომერციულ ან გრძელვადიანი საიჯარო კონტრაქტით გაქირავებულ საოფისე უძრავ ქონებაში დააბანდონ თანხა.

დღესდღეობით უძრავ ქონებაში, კონკრეტულად კი ოფისებში და კომერციულ ფართებში ინვესტირება, სხვა ალტერნატივებს შორის ყველაზე დაზღვეული და ურისკოა. ასეთი დასკვნის შესაძლებლობას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს: უძრავ ქონებაზე სტაბილური მოთხოვნა, ფასების სტაბილური ზრდა და შესაბამისად უკუგების წლიდან წლამდე მატება.

უძრავ ქონებაში ინვესტიცია ფინანსების მართვის ერთ-ერთი მიმზიდველი ინსტრუმენტია. უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია - Colliers International Georgia-მ, შეისწავლა თბილისის კომერციული უძრავი ქონების საინვესტიციო ბაზარი, რომელიც სავაჭრო და საოფისე ფართებზე უკუგების ანალიზს გულისხმობს.

კვლევამ აჩვენა, რომ A კლასის ბიზნეს ცენტრების საოფისე ფართებში წლიური უკუგება 11.7%-ია, ძირითად სავაჭრო ქუჩებზე განლაგებულ სავაჭრო ფართებში კი 9.2%. თბილისის კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა საკმაოდ სტაბილურია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძირითად სავაჭრო ქუჩებზე მდებარე ფართების 91% დატვირთულია.

ფინანსების მართვის ერთ-ერთი ალტერნატიული ინსტრუმენტები დეპოზიტებია. აღსანიშნავია, რომ დეპოზიტების შემთხვევაში, კომერციული ბანკების საპროცენტო განაკვეთი უცხოურ ვალუტაში საშუალოდ 2.6%-ია. კომპანია Colliers International Georgia, შემოსავლის მომტან ქონებაში ინვესტიციისას, მომხმარებელს 10%-იან შემოსავალს სთავაზობს, რაც საბანკო დეპოზიტებს თითქმის 4-ჯერ აღემატება.

Colliers International Georgia

12 .ალექსიძის ქუჩა King David Business Center (მე-11სართული), თბილისი 0193, საქართველო

ტელ: +995 32 222 4477

[email protected]

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: